Material: ოქრო
Object type: საბეჭდავი
Decoration: ბეჭდის თვლად ჩასმულია სარდიონის ქვის გემმა მამაკაცის ბიუსტის პროფილში გამოსახულებით
Text: ოქროს ბეჭედ-საბეჭდავის გემმას ირგვლივ 3 მხარეს აქვს ბერძნული მთავრული წარწერა. cm
Letters:
საგანგებოდ, ნეგატიურად გამოყვანილი წარწერის მარცხენა ნაწილში 2 სტრიქონია.
Date: II-III AD (lettering)
Findspot: არმაზისხევი ნივთი მოპოვებულია ე.წ. ასპავრუკის სამარხის გათხრებისას.
Original location:არმაზისხევი
Last recorded location(s): სახელმწიფო მუზეუმი № ა40/18
Text type:Unknown
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
ასპავრუკი პიტიახში
Commentary
ასოთა მოხაზულობა (ასოთა კუთხეების ჩაღრმავება, მრგვალი σ, ο, ρ, ξ-ს მოხაზულობა) და სახელის ფორმა (Ἀσπαυρούκις) მიუთითებს რომაულ ხანაზე. ისტორიული მონაცემების მიხედვით (არმაზის ბილინგვა, სამარხის ინვენტარი) იგი II-III ს-ით AD უნდა დათარიღდეს. გემმის მხატვრული ანალიზის მიხედვით ის II ს-ის მიწურულისაა.
ნივთი ძველი იბერიის მოღვაწის, პიტიახშის ინსიგნიაა. სახელი ირანულია, ძველ ბერძნულში იქნებოდა Ἀσπαυρούκιος, ფორმა Ἀσπαυρούκις (-ιος დაბოლოების ნაცვლად -ις) რომაული ხანის შენაძენია. ნივთი ადგილობრივ ნახელავად არის მიჩნეული.
სპეციალისტთა ყურადღება მიიპყრო ფორმა - Ἀσπαυρούκις-მა. ს. ყაუხჩიშვილი იმოწმებს ჰაძიდაკის ცნობილ ნაშრომს და მიუთითებს იმაზე, რომ „რომაელების გავლენით ბერძნულ პირთა სახელებში ιος ბოლოკიდურის ნაცვლად დამკვიდრდა -ις ბოლოკიდური: მაგალითად, Αὐρήλις, Κορνήλις, Εὐσέβις ნაცვლად ფორმებისა Αὐρήλιος, Κορνήλιος, Εὐσέβιος. ჩვენს წარწერაშიც ასეთივე ხასიათისაა Ἀσπαυρούκις, ნაცვლად ფორმისა Ἀσπαυρούκιος“. ნიბერგი Ασπαυρουκις უეჭვოდ ირანულ სახელად მიიჩნევს და ადასტურებს ზემოთ მოყვანილ მსჯელობას: ადრე ბერძნულში გვექნებოდა ფორმა Ἀσπαυρούκιος, ხოლო შემდეგ რომაულ ხანაში - Ἀσπαυρούκις (H. S. Nyberg, Quelques inscriptions antiques ... 230-231).
Bibliography
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 260
ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 261-262