ECG328. პენალი ბერძნული წარწერებით

Material: ვერცხლი

Object type: პენალი

Decoration:

Text: საწერი ხელსაწყოს სახურავის ვერცხლის გოფრირებული ნაწილი ჰორელიეფური გამოსახულებებით ბოლოვდება. ამ გამოსახულეებზე არის ბერძნული წარწერები საგანგებოდ გამოყვანილი ასოებით. სახურავზე მოთავსებულია ოქროს ჭვირული შეჭედილობით შესრულებული ფირფიტა, რომელზედაც გამოყვანილია 2 სტრიქონად მოსევადებული წარწერა. კოლოფის II მხარეზე არის ფირფიტა, რომელზედაც 3 რიგია და თითოეულ რიგში 3-3 ფიგურაა მუზების გამოსახულებით. გამოსახულებათა ქვემოთ მოთავსებულია რომაული ხანიდან გავრცელებული ფორმის ფირფიტა ზედ მუზების სახელთა წარწერით. cm

Letters: წარწერებში ორჯერ გვხვდება ლიგატურა ΝΗ.

Date: II-III AD (lettering)

Findspot: მცხეთა ნივთი მოპოვებულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში არქეოლოგიური გათხრებისას.

Original location:მცხეთა

Last recorded location(s): სახელმწიფო მუზეუმი

Text type:Unknown

Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

1
Μέναν<δρος> Ὅμηρος Δημοσθένης
2
Βασιλέως Οὐστάμου
τοῦ καὶ Εὐγενίου
3
Κλ⸢εί⸣ω
Εὐτέρπη
Θάλ⸢ει⸣α
Μελπομένη
5Τερψιχόρη
Ἐρατώ
Πολυμνία
Οὐρανία
Καλλιόπη

Diplomatic

1
ΜΕΝΑΝΟΜΗΡΟΣΔΗΜΟΣΘΕΝΗΣ
2
ΒΑΣΙΛΕΩΣΟΥΣΤΑΜΟΥ
ΤΟΥΚΑΙΕΥΓΕΝΙΟΥ
3
ΚΛΙΩ
ΕΥΤΕΡΠΗ
ΘΑΛΙΑ
ΜΕΛΠΟΜΕΝΗ
5ΤΕΡΨΙΧΟΡΗ
ΕΡΑΤΩ
ΠΟΛΥΜΝΙΑ
ΟΥΡΑΝΙΑ
ΚΑΛΛΙΟΠΗ

Translation (ka)

მენანდრე ჰომეროსი დემოსთენე

Translation (ka)

მეფე უსტამოსის და ევგენიოსისაც

Translation (ka)

კილიო ევტერპე თალია მელპომენე ტერფსიქორე ერატო პოლიმნია ურანია კალიოპე

Commentary

მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში მცხეთის არქეოლოგიურმა ინსტიტუტმა გახსნა ქვასამარხი №14, სადაც დამარხულია ქალი. სამარხში აღმოჩნდა 25 დასახელების ნივთი, ძირითადად ოქრო-ვერცხლის ინვენტარი, მათ შორის ზემოხსენებული საწერი ხელსაწყო.

ხელსაწყოს სახურავის ვერცხლის გოფრირებულ ნაწილზე გვხვდება შემდეგი სახელები: მენანდრე - (ელინისტური ხანის ყველაზე პოპულარული კომედიოგრაფი), ჰომეროსი (ბერძნული ეპიკური პოეზიის ფუძემდებელი), დემოსთენე (ანტიკურობის გამოჩენილი რიტორი).

ხელსაწყო ეკუთვნოდა მეფე უსტამოსს და ასევე ევგენიოსს, რომელიც, ალბათ, მეფის მდივანი ან მწერალი იყო.

სახელი Οὔσταμος ამ ფორმით საცნობარო ლიტერატურაში არ არის; შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროს წარწერებიდან დადასტურებულია სახელი Οὔστανος (პანტიკაპეიონიდან IV ს. საფლავის სტელაზე; ტანაისიდან თიასების სიაში, 220 წ.). μ და ν-ს მონაცვლეობა მოულოდნელი არ არის. Vasmer-ი Οὔστανος-ს უკავშირებს Ὑστάνης-ს და იძლევა მის ავესტურ ეტიმოლოგიას (lebenskräftig - სიცოცხლით, ძალღონით სავსე). Εὐγένιος - ბერძნული და დღემდე გავრცელებული სახელია საერთოდ საქართველოშიც კი და ნიშნავს - კეთილშობილს.

ვისი მეფე იყო უსტამოსი, უცნობია, უთუოდ იმისი, სადაც ეს ნივთი გაკეთდა და ვისაც ის ეკუთვნოდა.

კოლოფის მეორე მხარეზე, ფირფიტის ზემოთა რიგში გვხვდება მუზების სახელები: კლიო (ისტორიის მუზა), ევტერპე (ლირიკული პოეზიის მუზა), თალია (კომედიის მუზა); შუა რიგში: მელპომენე (ტრაგედიის მუზა), ტერფსიქორე (ცეკვის მუზა), ერატო (ეროტიკული პოეზიის მუზა); ქვემოთა რიგში: პოლიმნია (ჰიმნების მუზა), ურანია (ასტრონომიის მუზა), კალიოპე (ეპოსის მუზა). მუზების ასეთი თანმიმდევრობა თანხვდება ჰეროდოტეს „ისტორიის“ 9 წიგნად დაყოფას და თითოეული წიგნისთვის მუზის სახელის წოდებას. რამდენადაც ცნობილია, ეს ალექსანდრიელი ფილოლოგების შემოქმედებაა. როგორც ჩანს, ამ დროიდან, ასე ვთქვათ, დაკანონდა მუზების ასეთი თანმიმდევრობით გამოსახვა. მანამდე მუზების გამოხატვისას თანრიგი სხვა იყო (და მთავარ მუზად, I ადგილზე კალიოპე იყო ხოლმე).

ენის თვალსაზრისით მცხეთაში მოპოვებულ ძეგლზე აღსანიშნავია წელთაღრიცხვათა მიჯნაზე დამკვიდრებული იტაციზმი (Κλειώ||Κλιώ; Θάλεια||Θαλία). Τερψιχόρα-ს იონიური ფორმა - Τερψιχόρη. ორჯერ გვხვდება ერთი და იგივე ლიგატურა: ΝΗ (Δεμοσθένης, Μελπομένη). დაწერილობაში ამ მხრივ სხვა აღსანიშნავი არაფერია, ძირითადად დაცულია კლასიკური, ატიკური ნორმები.

Bibliography

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 367-368

Images

   Fig. 1. Silver pen-case, Mtskheta, 1940 (I)

   Fig. 2. Silver pen-case, Mtskheta, 1940 (II)

   Fig. 3. Silver pen-case, Mtskheta, 1940 (III)