Material: ქვა
Object type: კედელი
Decoration:
Text: ვანის ნაქალაქარის კარიბჭის ძირითად კედელზე მიშენებული პატარა წარმართული სამლოცველოს ჩრდ. კედლის შიგნითა მხარეზე ზემოდან პირველსავე ქვაზე, ქვემოდან 136 სმ-ის სიმაღლეზე არის ერთ ჰორიზონტალურ სტრიქონად ამოკაწრული ბერძნული წარწერა. ამ წარწერიდან დასავლეთისკენ, სიგანეში 1-2 ქვის გამოტოვებით 20 სმ-ით უფრო დაბლა პირველთან შედარებით, არის II წარწერა. cm
Letters: წარწერა შესრულებულია მარჯვნიდან მარცხნივ, მეორე წარწერაც ასევე მარჯვნიდან მარცხნივ არის გამოყვანილი, II-III დაზიანებული ასოებით. ორივე წარწერა ერთი ხელითაა დაწერილი და ეს იგივე ხელია, რომლითაც ამოკაწრულია სავედრებელი წარწერა. წარწერა დათარიღებულია პალეოგრაფიული ნიშნების (გაშლილი ω, მრგვალი σ, ν-ს მოხაზულობა, α ჩატეხილი ჰასტით) მიხედვით.
Date: IV-III BC (lettering)
Findspot: ვანი
Original location:ვანის ნაქალაქარი
Last recorded location(s): ვანის ნაქალაქარი
Text type:Unknown
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
არსანსი
Commentary
საკუთარი სახელის ეს ფორმა (Ἄρσανς) დამოწმებულია მხოლოდ ვანის წარწერაში. არსებობს მსგავსი სახელები: Ἄρσανος (დიოდ. სიც. 17,6), Ἀρσᾶς (Oxy, VII, 1063, II (II-III), Ἀρσάϊς (Teb. I, 121, 109)...
განსაკუთრებით საყურადღებოა ელინისტური ხანის ძეგლზე არც მთლად მოსალოდნელი შესრულება წარწერისა (მარჯვნიდან მარცხნივ). ეს უნდა იყოს წერის შეფარვითი მანერა. ხელოსანი (მოქანდაკე, არქიტექტორი თუ კალატოზი) თავის სახელს ამგვარად ამჟღავნებს.
Bibliography
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 148-149