ECG336. ჰნევანქის (ძელი ჭეშმარიტი) თეოდორე მამათმთავრის წარწერა

Material: ქვა

Object type: ფასადი

Dimensions: cm

Text: წარწერა ხუთსტრიქონიანია იგი შესრულებულია მონასტრის მთავარი ეკლესიის სამხრეთი კარიბჭის სამხრეთი კარის ზემოთ, რვაწვერა ჯვრის რელიეფური გამოსახულების ქვედა ნაწილში, კედლის თითქმის მთელ სიგანეზე cm

Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა

Date: XII-XIII AD (lettering)

Findspot: ჰნევანქი (ძელი ჭეშმარიტი), სომხეთი

Original location:ჰნევანქი (ძელი ჭეშმარიტი), სომხეთი

Last recorded location(s): ჰნევანქი (ძელი ჭეშმარიტი), სომხეთი.

Text type:Unknown

Editor(s): ლეონ მელიქსეთ-ბეგი

Changes history:2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

[შეწევნითა მამისაჲთა] ძ(ი)ს(აჲ)თა ს(უ)ლ(ი)სა წ(მიდი)ს(აჲ)თა მ(ეო)ხ(ე)ბ(ი)თა წ(მიდის)ა ღ(მრთი)სმშ(ო)ბელ[ისათა და მ(არადი)ს ქ(ა)ლწ(უ)ლ]
[მ(ა)რ(ია)]მ(ისაჲ)თა მ(ეო)ხ(ე)ბ(ი)თა წ(მიდა)თა წ(ინა)წ(არმეტ)ყ(უელ)თა მ(ო)ც(ი)ქ(ულ)თა მღ(უ)დ(ელ)თ[მთავართა]
[აღ]ვ(ა)შ(ე)ნე კ(ა)რ(ი)ს ბჭე ესე პ(ირველა)დ დღ(ე)გრძ(ე)ლ(ო)ბ(ი)ს[ათჳს და მანდატ-
რ]თუხ(უ)ც(ე)ს(ი)ს(ა)თ(ჳ)ს მხ(ა)რგრძ(ე)ლთ(ა)თ(ჳ)ს ს(ა)ლ(ო)ცვ(ე)ლ(ა)დ თ(ეოდორ)ე მ(ა)მ[(ა)თ-
5მთ(ა)ვ(ა)რი მომიხ]ს(ე)ნ(ე)თ და ლ(ო)ც(უ)ა [ყავთ]

Diplomatic

[......... .........] ႻႱႧႠ ႱႪႱႠ ႼႱႧႠ ႫႾႡႧႠ ႼႠ ႶႱႫႸႡႤႪ[..... .. ... .....]
[..]ႫႧႠ ႫႾႡႧႠ ႼႧႠ ႼႼႷႧႠ ႫႺႵႧႠ ႫႶႣႧ[........]
[..]ႥႸႬႤ ႩႰႱ ႡႽႤ ႤႱႤ ႮႣ ႣႶႢႰႻႪႡႱ[.... .. .......]ႧႳႾႺႱႱႧႱ ႫႾႰႢႰႻႪႧႧႱ ႱႪႺႥႪႣ ႧႤ ႫႫ[...... .....]ႱႬႧ ႣႠ ႪႺႠ [....]

Translation (ka)

მამის, ძის და სული წმიდის შეწევნით, წმიდა ღმრთისმშობლის და მარადისქალწულ მარიამის, წმიდათა წინაწარმეტყუელთა, მოციქულთა, მღუდელმთავართა მეოხებით, ავაშენე ეს კარიბჭე პირველად დღეგრძელობისათვის და სალოცველად მანდატურთუხუცეს მხარგრძელთათჳს, თეოდორე მამათმთავარი მომიხსენეთ და ლოცვა ყავთ.

Commentary

ჰნევანქის (ძელი ჭეშმარიტი) ნამონასტრალი მდებარეობს ძორაგეტის ხეობაში, მდინარის მარჯვნივ, რკინიგზის სადგურ თუმანიანიდან სტეფანავანისკენ მიმავალი გზის პირას, ახლანდელი ძორაჰესის საგუბარს ზემოთ. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას შეიცავს, რომელთა შორის უძველესია ცენტრალურგუმბათიანი ჯვარის რიგის ტრიქონკი, IX საუკუნის შემდეგ არაერთგზის განახლებული. მიშენებული აქვს კარიბჭე სამხრეთის მხრიდან. ჰნევანქის მონასტერი ნანახი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს, რომელიც მის შესახებ წერს: „კვალად დასავლით ამისა (ქობერისა, ლ. მ.-ბ.) არს მონასტერი ძელი ჭეშმარიტისა - მშვენიერი, ამ ბერდუჯის მდინარესა ზედა, უპყრავსთ სომეხთავე. აქა არს მაღალს კლდესა შინა ქვაბნი მრავალნი, და მას ქვაბსა შინა მდებარეობენ შიგნნი მრავალნი ძველნი, არამედ კაცთა აუსვლელობით უხმარ არიან. დასავლით ამისსა არს ციხე ლორისა და ქალაქი მცირე“ (ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, 35). წარწერა 1964 წელს შეისწავლა და გამოსცა ლეონ მელიქსეთ-ბეგმა. მას მიაჩნია, რომ ეს ძეგლი თავდაპირველად სომეხ ანტიქალკედონიანთა კერა იყო, შემდეგ კი, XII საუკუნიდან, ქალკედონიანთა ხელში გადასულა, რისი დასტურიცაა XII-XIII საუკუნეების ქართული ასომთავრული წარწერები მის გარე კედლებზე. მისი აზრით, წარწერაში მოხსენიებული მანდატურთუხუცესი მხარგრძელთაგანი შეიძლება იყოს ივანე მანდატურთუხუცესი, ხოლო თეოდორე მამათმთავარი - ან ადგილობრივი სავანის მამასახლისი, ანდა ქართველთა კათალიკოსი თეოდორე, რომელიც მამამთავრობდა 1186-1206 წლებში (თეოდორე II).

Bibliography

მელიქსეთ-ბეგი, 1964 ლეონ მელიქსეთ-ბეგი, ლორე-ტაშირის ქართული ეპიგრაფიკა, 309-327

მურადიანი, 1977 პარუირ მურადიანი, სომხეთის ქართული წარწერები, წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა (სომხურ ენაზე), 142, 294, ტაბ. XI

მესხია, 1979 შოთა მესხია, საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, 250

Images

   Fig. 1.