ECG339. ქობაირის მონასტრის ეპიტაფია ივანე მანდატურთუხუცესის ძის, შანშე ათაბაგის ძმის, ბერი პიმენისი

Material: ქვა

Object type: ეპიტაფია

Dimensions: w 60 x h 96 cm

Text: წარწერა ექვსსტრიქონიანია. იგი შესრულებულია ბერი პიმენის საფლავზე, რომელიც მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედელთან აწ უკვე დანგრეულ ეკვდერში მდებარეობს cm

Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა. შესრულებულია ლამაზი ხელით

Date: XIII-XIV AD (lettering)

Findspot: ქობაირის მონასტერი, სომხეთი 2011 წელს ქეთი ასათიანისა და გიორგი კალანდიას ორგანიზებით განხორციელებული ორი სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად ქობაირის მონასტერში გამოვლინდა მანამდე უცნობი 9 ახალი ქართული ეპიტაფია

Original location:ქობაირის მონასტერი, სომხეთი

Last recorded location(s): ქობაირის მონასტერი, სომხეთი

Text type:Unknown

Editor(s): ქეთი ასათიანი, გიორგი კალანდია

Changes history:2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

† ესე საფლავი ჩემ ცოდვილი-
სა ივ(ა)ნე მ(ა)ნდატო(ჳ)რთ(უ)ხუც-
ესისა
ძისა და ათ(ა)ბაქისა შ-
ანშეს
ძმისა ბერისა პიმე-
5ნჲსი ლოცვ(ა)სა მ(ო)მ-
იხსენებდეთ

Diplomatic

† ႤႱႤ ႱႠႴႪႠႥႨ ႹႤႫ ႺႭႣႥႨႪႨ
ႱႠ ႨႥႬႤ ႫႬႣႠႲႭႰႧႾႳႺ
ႤႱႨႱႠ
ႻႨႱႠ ႣႠ ႠႧႡႠႵႨႱႠ Ⴘ
ႠႬႸႤႱ
ႻႫႨႱႠ ႡႤႰႨႱႠ ႮႨႫႤ
5ႬჂႱႨ ႪႭႺႥႱႠ ႫႫ
ႨႾႱႤႬႤႡႣႤႧ

Translation (ka)

† ეს არის საფლავი ცოდვილი ივანე მანდატურთუხუცესის ძის, შანშე ათაბაგის ძმის, ბერი პიმენისი, ლოცვასა მომიხსენებდეთ.

Commentary

ბერი პიმენი ივანე II მხარგრძელის ვაჟია და შანშეს ძმა. გამომცემელთა აზრით, ეპიტაფია ფასდაუდებელ ინფორმაციას იძლევა მანდატურთუხუცეს ივანე II-ის ოჯახის შესახებ. კერძოდ, აქამდე ცნობილი იყო, რომ მას ხუთი ვაჟი ჰყავდა: შაჰანშე II, ვაჰრამი, არტაშირი, აღბუღა და ზაზა. ეპიტაფიიდან ირკვევა, რომ მას კიდევ ერთი ვაჟი ჰყოლია: ბერი პიმენი. ქობერის მონასტრის სხვა ეპიტაფიიდან მისი ასულის ვინაობასაც ვიგებთ: სულა გურკნელის მეუღლე თამარ მხარგრძელი.

Bibliography

ასათიანი, კალანდია, 2011 სქეთი ასათიანი, გიორგი კალანდია, ქობერის მონასტრის ქართული წარწერები, 10-14