Material: ქვა
Object type: ეპიტაფია
Dimensions: w 75 x h 176 cm
Text: წარწერა ოთხსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია რუხი ფერის საფლავის ქვაზე, რომელიც ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესიის კარიბჭის ჩრდილოეთით, დასავლეთიდან მესამე სვეტის წინ, მისგან დაახლოებით 40 სმ-ის დაშორებით, მიწაშია ჩადგმული. საფლავის ქვას ზედა მარჯვენა კიდე მომრგვალებული, ხოლო დანარჩენი სამი კიდე დაკუთხული აქვს. w 56 x h 60 cm
Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა 3
Date: XIII-XIV AD (lettering)
Findspot: ქობაირის მონასტერი, სომხეთი 2011 წელს ქეთი ასათიანისა და გიორგი კალანდიას ორგანიზებით განხორციელებული ორი სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად ქობაირის მონასტერში გამოვლინდა მანამდე უცნობი 9 ახალი ქართული ეპიტაფია
Original location:ქობაირის მონასტერი, სომხეთი
Last recorded location(s): ქობაირის მონასტერი, სომხეთი
Text type:Unknown
Editor(s): თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე
Changes history:2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
ეს არის საფლავი ივანე მეღვინეთუხუცესის მეუღლის, გურჯიხათუნის, შეუნდოს ღმერთმა.
Commentary
წარწერაში გამოყენებულია ქარაგმის ნიშნები: განივი კლაკნილი ხაზი; განკვეთილობის ნიშნები: ორი პატარა რგოლი ან ორწერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ; ტექსტში ბგერა უ, რიგ შემთხვევებში, Ⴍ-ს (ო) საშუალებით არის გადმოცემული; გვხვდება ლიგატურის შემთხვევები. წარწერა დაზიანებული არ არის და ტექსტი თავიდან ბოლომდე გარკვევით იკითხება.
ქეთი ასათიანისა და გიორგი კალანდიას აზრით, ამ ეპიტაფიით ვიგებთ, რომ ქობერში, მხარგრძელთა ქართულ სამოხელეო აპარატში არსებობდა მეღვინეთუხუცესის სახელო.
Bibliography
ჯოჯუა, გაგოშიძე, 2013 თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე, ქობაირის, ჰნევანქისა და ახტალის მონასტრების ქართული ლაპიდარული წარწერები, 283-284
ასათიანი, კალანდია, 2011 ქეთი ასათიანი, გიორგი კალანდია, ქობერის მონასტრის ქართული წარწერები, 10-14