Material: ქვა
Object type: ჯვარი
Dimensions: cm
Text: წარწერა სამსტრიქონიანია. ჯვრის ნამსხვრევზე წარმოდგენილია ზედა სტრიქონის ქვედა ნაწილი და მის ქვემოთ 2 სრული სტრიქონი. ზედა სტრიქონზე 5 ნიშნიდან შესაძლებელია მხოლოდ ბოლო ა ხმოვნის ამოცნობა. შუა სტრიქონი ამოკვეთილია უთანაბროდ: პირველი 3 ასო დახრილია და რომელიღაც სიტყვის -რავ დაბოლოება უნდა იყოს. დანარჩენი 4 ასო თანაბრადაა განლაგებული და იკითხება როგორც ჰატა. ქვედა სტრიქონზე ორი ასო -აჟ ოდნავ დაცილებულია გამოსახულების დანარჩენი ნაწილებისაგან, აქ, სავარაუდოდ, ეწერა ჯვრის დაკარგული მარჯვენა მკლავის წინა სტრიქონზე დაწყებული რომელიღაც სიტყვის დაბოლოება. დანარჩენი 4 ასო სანა- თანაბრადაა განლაგებული მწკრივში. cm
Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა. ტექსტი ხუნძურია
Date: Unknown.s
Findspot: ხუნზახი, დაღესტანი ჯვრის ნამსხვრევი მიკვლეულ იქნა მაჰომედ რაჯაბოვის მიერ ხუნზახის ძველ უბანში, რომელსაც სამილახი ჰქვია
Original location:ხუნზახი, დაღესტანი
Last recorded location(s): ხუნზახი, დაღესტანი
Text type:Unknown
Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Commentary
შაჰბან ჰაფიზოვის აზრით, ჯვრის მთელი ტექსტიდან შესაძლებელია მხოლოდ ორი იკითხვისის ამოკითხვა: ხ'ატა - ხუნძური ხ'ატან, „სამლოცველო, ეკვდერი“, ხოლო მისი წინა -რავ სეგმენტი, სავარაუდოდ, ხუნძური სიტყვის დაბოლოებაა, რომელშიც კიდურა -ვ მამაკაცის კლასის აღმნიშვნელი უნდა იყოს.
Bibliography
ჰაფიზოვი, 2017 შაჰბან ჰაფიზოვი, ქართული, ქართულ-ხუნძური და ხუნძური წარწერები მთიან ხუნძეთში (დაღესტანი), 111-112