Material: ქვა
Object type: ფილა
Dimensions: cm
Text: წარწერა ერთსტრიქონიანია. ფილის ზედა ნაწილზე თაყვანისცემის პოზაში გამოსახულია ორი მწყერი, ხოლო ქვედა ნაწილზე ქართული წარწერაა cm
Letters: რელიეფური ასომთავრული წარწერა. ტექსტი ქართულია
Date: IX-XI AD (lettering, historical, context)
Findspot: ხუნზახი, დაღესტანი XIX საუკუნის ბოლოს ე. ზიჩიმ და ბ. პოშტამ ხუნზახში მიაკვლიეს ქვის ფილას ძველქართული წარწერითურთ
Original location:ხუნზახი, დაღესტანი
Last recorded location(s): ხუნზახი, დაღესტანი, წარწერის მულაჟი ინახება ბუდაპეშტში
Text type:Unknown
Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
ჯუარი ქრისტესი ქ...
Commentary
დ. ატაევი ამ წარწერას ასე კითხულობდა: „ჯვარი ქრისტესი ქ...“ (Атаев Д.М. Христианские древности Аварии… 173). იმის გამო, რომ მისი ნაშრომი დაბალი ხარისხის ქაღალდზე იყო ნაბეჭდი, შაჰბან ჰაფიზოვმა ე. ზიჩის გამოცემის ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკის (მიუნხენი) ვებგვერდზე განთავსებული უფრო ხარისხიანი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია გამოიყენა (https://bit.ly/35StnuD), თუმცა შედარებამ დაარწმუნა, რომ დ. ატაევს ტექსტი სწორად ამოუკითხავს. მოსალოდნელია, რომ ბოლო ქ ასო პირველ ბგერას აღნიშნავდეს იმ მიცვალებულის სახელისა, ვისთვისაც წყალობას გამოითხოვდნენ. წარწერის დათარიღებისათვის ორიენტირია ჯ ასოს მოხაზულობა, რაც დამახასიათებელი იყო IX-XI საუკუნეებისათვის.
Bibliography
ჰაფიზოვი, 2017 შაჰბან ჰაფიზოვი, ქართული, ქართულ-ხუნძური და ხუნძური წარწერები მთიან ხუნძეთში (დაღესტანი), 122