EpiDoc example output, sample style

Material: ქვა

Object type: ფილა

Dimensions: cm

Text: ქვის ფილაზე, რომელზეც ხუთსტრიქონიანი წარწერაა შესრულებული, გამოსახულია მალტური ჯვარი. ჯვრის ორსავე მხარეს ამოკვეთილია ორი სფერული გამოსახულება - შარავანდედები, რომელთაგან ქვემოთკენ მოემართება წყვეტილი ხაზები. ამ ხაზებთან მოჩანს წმინდანთა თუ ანგელოზთა გამოსახულებანი. cm

Letters: ამოღარული ნუსხური წარწერა

Date: X AD (lettering, historical, context)

Findspot: ხუნზახი, დაღესტანი

Original location:ხუნზახი, დაღესტანი

Last recorded location(s): დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მუზეუმი

Text type:Unknown

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

ჯ(უა)რ ქ(რისტ)ე წ(მიდა)ჲ
ო(ჳფალ)ო
მ(თ)ავ(ა)რანგელ(ოზ)ჲ
კელ შ(ეიწყალ)ე ს(უ)ლსა
5[ხდ?] მის(სა)

Diplomatic

ႿႰ ႵႤ ႼჂ
ႭႭ
ႫႠႥႰႠႬႢႤႪჂ
ႩႤႪ ႸႤ ႱႪႱႠ
5[..] ႫႨႱ

Translation (ka)

ჯუარი, ქრისტე, წმიდაჲ, უფალო, მთავარანგელოზებო, კელ? შეიწყალეთ სული

Commentary

1958 წელს დ. ატაევმა მისეული წაკითხვით გამოაქვეყნა წარწერა: „ჯვარი ქრისტეჲსი ნ ჲ... უფალო ?? ვ რ ანგეჲ ჲ კ ე? შ ე „ჯუარი ქრისტეჲსი... განუსვენე მთავარანგელოზო შეიწყალე“. (Атаев Д.М. Христианские древности Аварии. Ученые записки Института истории, языка и литературы. Т. IV. Махачкала, 1958, 173). რაკი გამოქვეყნებული ფოტოსურათი დაბალი ხარისხისა იყო, შაჰბან ჰაფიზოვმა მიმართა დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მუზეუმს, სადაც ეს ქვა ამჟამად ინახება. წარწერის კვლევამ დაარწმუნა, რომ ჯვრის აქეთ-იქით ჩანს ნაკაწრი ასოები (გრაფიტები). დ. ატაევი წარწერას X-XI საუკუნეებით ათარიღებდა (იქვე, 173). შაჰბან ჰაფიზოვის აზრით, წარწერის პალეოგრაფიული თავისებურებანი (ა, რ, ლ, ო ასოების მოხაზულობა) ქმნის საიმისო საფუძველს, რომ იგი შედარებითი უეჭველობით დათარიღდეს X საუკუნით.

Bibliography

ჰაფიზოვი, 2017 შაჰბან ჰაფიზოვი, ქართული, ქართულ-ხუნძური და ხუნძური წარწერები მთიან ხუნძეთში (დაღესტანი), 122-123

Images

   Fig. 1.