Material: ქვა
Object type: ჯვარი
Dimensions: cm
Text: წარწერა თვრამეტსტრიქონიანია. ჯვრის მარცხენა მკლავის გვერდზე („ყუაზე“) არის გრაფიტების ნაშთები ორ სტრიქონად, ხოლო ჯვრის მარჯვენა მკლავის „ყუაზე“ - ოთხ სტრიქონად cm
Letters: ამოღარული ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა
Date: Unknown.s
Findspot: ხუნზახი, დაღესტანი 1970-1971 წლებში ტად-რაალში აღმოჩნდა სამი ქვა ქართული წარწერებითურთ. ისინი ინახება ხუნზახელი ალიბეკ კაზანბიევის სახლში. მათგან ყველაზე ფასეულია თითქმის მთლიანად გადარჩენილი ჯვარი. ჯვრის როგორც ორივე მხარეზე, აგრეთვე მკლავების ზედა მხარეებზე გამოსახულია ქართული წარწერები. ჯვრის წინა მხარეს ქვედა მკლავი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, რის გამოც ტექსტი აქ არ ჩანს
Original location:ხუნზახი, დაღესტანი
Last recorded location(s): ხუნზახი, დაღესტანი
Text type:Unknown
Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
I. ჯუარი, ქრისტე, შეიწყალე, სა (ხუნძ.), რკელ (ხუნძ.). II. წმიდაო გიორგი, წმიდაო თეოდორე, წმიდაო ყეშე, წმიდაო ნიკოლოზ, ღმერთმან გიორგი, წმიდაო ებ(?). III. ქრისტე, წმიდაო, დიმიტრი წმიდაო. IV. ჯუარი, ქრისტე.
Commentary
წარწერა გამოიკვლია გ. ღამბაშიძემ (Гамбашидзе Г.Г. Грузинские надписи ХII – ХIII вв. на каменном кресте из с. Хунзах (Дагестан). Международная научная конференция «Археология, этнология, фольклористика Кавказа». Сборник кратких содержаний докладов. Тбилиси, 25-27 июня 2009 года. Тбилиси, 2010, 113-116). ჯვრის უკანა მხარეს იკითხება ნაკაწრი ასომთავრული და ნუსხური ასოები. გ. ღამბაშიძე ვარაუდობს, რომ აქ გრძელდება წინა მხარეს დაწყებული ტექსტი. მისი აზრით, პირველ სამ სტრიქონზე გამოტოვებულია სიტყვა „შეიწყალე“, ხოლო სიტყვა „წმიდაჲ“ ქრისტეს უნდა გულისხმობდეს. შაჰბან ჰაფიზოვი თვლის, რომ ეს ვარაუდი სადავოა, ვინაიდან ავერსზე არ არის გამორჩენილი სიტყვა შეიწყალე. გარდა ამისა, ქართულ მართლმადიდებლობაში შეწყალებას წმინდანს არ სთხოვენ, მას მხოლოდ ღმრთის წინაშე მეოხება შეუძლია, მაგრამ არა ცოდვების მიტევება. შაჰბან ჰაფიზოვის აზრით, უფრო მოსალოდნელია ხუნზახის სხვა წარწერების ანალოგიით დავუშვათ პირველი სამი სტრიქონის წაკითხვა, როგორც სამი წმინდანის ერთად მოხსენიება: წმიდაო გიორგი, წმიდაო თეოდორე, წმიდაო ყეშე.
Bibliography
ჰაფიზოვი, 2017 შაჰბან ჰაფიზოვი, ქართული, ქართულ-ხუნძური და ხუნძური წარწერები მთიან ხუნძეთში (დაღესტანი), 123-124