ECG377

Material: ქვა

Object type: ფილა

Dimensions: w 24 x h 17 x d 4,5 cm

Text: წარწერა რვასტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია ქვაზე, რომელსაც სწორკუთხედის ფორმა აქვს. ქვის ზედა ნაწილი სისქე-სიგანეში ოდნავ უფრო ვიწროა, ვიდრე ქვედა. ქვის წინა მხარის ზედაპირი (რომელზედაც წარწერაა გაკეთებული) საკმაოდ გლუვია, მას მარჯვენა ქვემოთ ნაწილი სიბრტყეზე ჩამომტვრეული აქვს. ქვის უკანა მხარე დაუმუშავებელია და ამიტომ ოღრო–ჩოღროა. გვერდით კიდეებს ატყვია თლის კვალი. ქვის წინა მხრის შუაში ღრმა ჩაღარვით გამოყვანილია ჯვარი. ჯვრის სიმაღლე 14,5 სმ, გარდიგარდმო ფრთის სიგრძე 9,4 სმ, სიგანე საშუალოდ 1,4-1,3 სმ. cm

Letters: ამოღარული ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა

Date: XIV AD (lettering, historical, context)

Findspot: გინიჩუტლი, დაღესტანი წარწერა ნაპოვნია 1949 წლის შემოდგომაზე სოფელ ჰალაში ხუნზახის პლატოს სოფელს გინიჩუტლის ახლოს, სათიბი ადგილის მოწმენდის დროს. ჰალაში ამჟამად არავინ ცხოვრობს, იგი დიდი ხანია მიტოვებულია და ნასახლარებიღაა დარჩენილი. წარწერა ტოგო გუდავას გადასცა ხუნძახის საშუალო სკოლის მასწავლებელმა, მანსურ გაიდარბეკოვმა, 1950 წლის ივლისში.

Original location:გინიჩუტლი, დაღესტანი

Last recorded location(s): დაღესტნის სახელმწიფო მუზეუმი

Text type:Unknown

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

ჯ(უა)-
რი ქ(რისტ)ჱ-
სი
ო(ჳფალ)ო გ(ანუ)ს(უე)ნე ს(უ)ლ-
5სა ჩა-
ხუ-
ტი-
სსა

Diplomatic


ႰႨ ႵჁ
ႱႨ
ႭႭ ႢႱႬႤ ႱႪ
5ႱႠ ႹႠ
ႾႳ
ႲႨ
ႱႱႠ

Translation (ka)

ჯვარი ქრისტესი, უფალო, განუსვენე ჩახუტის სულს.

Commentary

ქარაგმის ნიშანი წარწერაში მხოლოდ ერთხელაა გამოყენებული (Ⴍ`Ⴍ), ნიშნად ნახმარია მახვილი კუთხე. სხვაგან შემოკლებული სიტყვები უქარაგმოდაა დატოვებული (ႿႰႨ, ႵჁႱႨ, ႢႱႬႤ, ႱႪႱႠ). ენობრივი თვალსაზრისით წარწერა უჩვეულოს არაფერს შეიცავს, დაწერილია გამართული ქართულით. მასში მოხსენებულია საკუთარი სახელი ჩახუტი, რომლის სულის განსვენებასაც შესთხოვენ უფალს. გამომცემელი მიიჩნევს, რომ ამ საკუთარ სახელს დამატებითი კვლევა სჭირდება. იგი შესაძლებელია ქართული წარმოშობისა იყოს (-უტ დაბოლოებიანი). თუმცა სანამ ადგილობრივი (ხუნძური) ონომასტიკონი შესწავლილი არაა, გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია. წარწერის შინაარსი („განუსვენე სულსა“) ტოგო გუდავას აფიქრებინებს, რომ იგი საფლავის წარწერაა და, შესაძლოა, თავის დროზე ვინმე ჩახუტის სამარხზე ყოფილიყო დადგმული.

Bibliography

გუდავა, 1954 ტოგო გუდავა, ორი წარწერა (ქართული და ქართულ - ხუნძური) დაღესტნიდან, 185-197

ჰაფიზოვი, 2017 შაჰბან ჰაფიზოვი, ქართული, ქართულ-ხუნძური და ხუნძური წარწერები მთიან ხუნძეთში (დაღესტანი), 128

Images

   Fig. 1.