ECG380

Material: ქვა

Object type: ჯვარი

Dimensions: cm

Text: წარწერა ოთხსტრიქონიანია cm

Letters: ამოღარული ნუსხური წარწერა

Date: Unknown.s

Findspot: სოფ. ჰოწატლი, ხუნზახის რაიონი, დაღესტანი სოფელ ჰოწატლში 1964 წელს მიაკვლიეს ქვის ჯვარს ქართული წარწერითურთ. ენათმეცნიერ ყაზბეგ მიქაილოვის 2014 წლის ზეპირი ცნობით, იგი ინახებოდა ჰოწატლელი ჰაჯიდადი ჰაჯიმირზაევთან, რომელსაც 1968 წელს უჩუქებია ყ. მიქაილოვისათვის, ხოლო ამ უკანასკნელს ჯვარი ჩაუბარებია დაღესტნის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილების გამგისათვის ვ. კოტოვიჩისათვის. ენათმეცნიერ ბორის ატაევის პირად არქივში დაცული ფოტოსურათის მინაწერიდან (სურათის ავტორია ყ. მიქაილოვი) ირკვევა, რომ ფოტოსურათი გადაღებულია 1964 წელს ჰოწატლის სკოლის მუზეუმში, ხოლო ცნობები ჯვრის შესახებ ჩაწერილია შაფი გიმბათოვისაგან. შაჰბან ჰაფიზოვს უფრო სანდოდ მიაჩნია 1964 წლის ფოტოს მინაწერის ცნობები, ვიდრე 2014 წლის ზეპირი ინფორმაცია.

Original location:სოფ. ჰოწატლი, ხუნზახის რაიონი, დაღესტანი

Last recorded location(s):

Text type:Unknown

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

ო(ჳფალ)ო ი(ესო)ჳ
ქ(რისტ)ე წ(მიდა)ჲ მ(ა)რ(ია)მ
შ(ეიწყალ)ე ბიან-
დორ ა(მი)ნ

Diplomatic

ႭႭ ႨჃ
ႵႤ ႼჂ ႫႰႫ
ႸႤ ႡႨႠႬ
ႣႭႰ ႠႬ

Translation (ka)

უფალო იესუ ქრისტე, წმიდაჲ მარიამ, შეიწყალე ბიანდორ, ამინ

Commentary

წარწერის ტექსტი პირველად შაჰბან ჰაფიზოვმა გამოიკვლია, თუმცა მისი ფოტოსურათი ანალიზის გარეშე გამოაქვეყნა ბორის ატაევმა თავის მონოგრაფიაში (Атаев Б.М. Аварцы: язык, история, письменность. Махачкала, 2005, 158). ტექსტში ითხოვენ ვინმე ბიანდორის შეწყალებას. სახელი ბიანდორი ამჟამადაც დასტურდება შუა ხუნძეთში მაინდურ ვარიანტის სახით (Айтберов Т.М. Хрестоматия по истории права и государства Дагестана в XVIII-XIX вв. Часть II. Махачкала, 1999, 98; Эльдаров Э.М. Хунзахцы в 1886 году (По итогам первой русской переписи населения Дагестана). Демографический справочник. Махачкала, 2005, 24).

Bibliography

ჰაფიზოვი, 2017 შაჰბან ჰაფიზოვი, ქართული, ქართულ-ხუნძური და ხუნძური წარწერები მთიან ხუნძეთში (დაღესტანი), 129-130

Images

   Fig. 1.