ECG383

Material: ქვა

Object type: ფასადი

Dimensions: cm

Text: წარწერა ორსტრიქონიანია. პირველ ქვაზე, რომელზეც ბოლნური ჯვარია გამოსახული, მის მარჯვენა ქვედა კუთხეში შერჩენილია 3 ასომთავრული გრაფემა (ႫႴႠ), ხოლო მეორე ქვაზე, ანგელოზის ძალიან დაზიანებული გამოსახულების ქვევით, შემორჩენილია ერთი ასოს ქვედა ნახევარი, რომელიც შეიძლება ეკუთვნოდეს ასომთავრულს ს-ს ან ჰ-ს, შემდეგ კი მოსდევს გრაფემები ႸႼ. წარწერის დანარჩენი ნაწილი დაღუპულია. cm

Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა 5-6

Date: VI AD (conjecture)

Findspot: ანჩისხატის ტაძარი, თბილისი 1958 წელს თბილისის 1500 წლის იუბილესთან დაკავშრებით დაწყებული კვლევითი და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დროს ბაზილიკის დასავლეთ ფასადზე, XVII საუკუნის წყობის ფარგლებში მოქცეულ „ჯვრის ამაღლების“ რელიეფურ ორ ფრაგმენტზე, მიაკვლიეს ასომთავრული წარწერის ნაშთს, რომელსაც არ გააჩნდა არც დასაწყისი და არც ბოლო. „ჯვრის ამაღლების“ ეს ორი შერჩენილი ფრაგმენტი თავდაპირველად ბაზილიკის სამხრეთი შესასვლელის არქიტრავის ნაწილებს წარმოადგენდა.

Original location:ანჩისხატის ტაძარი, თბილისი

Last recorded location(s): ანჩისხატის ტაძარი, თბილისი

Text type:Unknown

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

[ო(ჳფალ)ო] მ(ე)ფ(ეს)ა
[დაჩი]ს შ(ეხე)წ(იე)

Diplomatic

[..] ႫႴႠ
[....]Ⴑ ႸႼ

Translation (ka)

უფალო, მეფე დაჩის შეეწიე.

Commentary

ანჩისხატის ბაზილიკა უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა. სახელწოდება „ანჩისხატი“ მან მიიღო 1675 წლიდან, როდესაც კათალიკოსმა დომენტიმ (1660-1675) სამრეკლოს აგებისა და ეკლესიის აღდგენის შემდეგ აქ დაასვენა განთქმული მაცხოვრის ხატი, წამოღებული თურქეთის მიერ მიტაცებული ანჩის კათედრალიდან. 1936 წელს გ. ჩუბინაშვილმა ანჩისხატის ეკლესიის გეგმისა და ზოგიერთი დეტალის ანალიზის საფუძელზე ის VI ს-ის დასაწყისით დაათარიღა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ნაგებობა უნდა წარმოადგენდეს „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ მოხსენებული ვახტანგ გორგასლის ვაჟისა და მემკვიდრის, მეფე დაჩის, დროს აგებული „მარიამ წმიდაჲს“ ეკლესიას (გ. ჩუბინაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, ტომი I, ტფილისი, 1936, 50). წარწერის პალეოგრაფიული მახასიათებლები: ქარაგმებისა და განკვეთილობის ნიშნები არ არის. ასომთავრული Ⴔ-ს ბუნი ჰკვეთს წრეს, Ⴘ-ს ქვედა რკალი გახსნილია, Ⴜ-ს ქვედა კიდურები ერთმანეთისკენ მიისწრაფვიან (ამ ადგილას ქვა დაზიანებულია). ყველა ეს პალეოგრაფიული ნიშანი მიუთითებს, რომ წარწერა V-VI სს. უნდა იყოს. ის გარემოება, რომ წარწერა რელიეფური არ არის, როგორც ყველა სხვა უძველესი ლაპიდარული წარწერა, არ უნდა ცვლიდეს ზემოთ მოყვანილ დათარიღებას. V-VI სს. წარწერებს შორისაც არსებობს ერთი, ე. წ. „ჯვარი ბარნაბასი“, რომელშიც პირველი სტრიქონნახევარი ამოღარულია, დანარჩენი ნაწილი კი რელეფურია (ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-IX სს), ტ. I, თბილისი, 1980, 83-84).

Bibliography

გვერდწითელი, 1987 რუსუდან გვერდწითელი, ანჩისხატის ბაზილიკის სამშენებლო წარწერა, 143-145

Images

   Fig. 1.