ECG384

Dimensions: cm

Text: წარწერა ცხრასტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია სამხრეთ კარის ბალავრის ქვაზე, რელიეფური ჯვრის ორივე მხარეს cm

Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა, კიდურყვავილოვანი ასოები

Date: X-XI AD (lettering)

Findspot: ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

Original location:ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

Last recorded location(s): ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

Text type:Unknown

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

†დ(ე)დ(ა)ო ღ(მრ)თ(ი)ს(ა)ო მ(ეო)ხ-
ეყ(ა)ვ ე(რისთავთ)ე(რისთავ)სა ლ(ი)პ(ა)რი(ტ)ს
და შვილთა მის-
თა დღ(ე)ს(ა) მ(ა)ს ს(ა)შ(ი)ნელ-
5სა
რ(ომელმა)ნ გ(უ)ლსმოდ-
გ(ი)ნებ(ი)თ აღგ(ი)შე-
ნა წ(მიდა)ჲ ესე ეკლე-
სიაჲ ა(მე)ნ

Diplomatic

†ႣႣႭ ႶႧႱႭ ႫႾ
ႤႷႥ ႤႤႱႠ ႪႮႰႨႱ
ႣႠ ႸႥႨႪႧႠ ႫႨႱ
ႧႠ ႣႶႱ ႫႱ ႱႸႬႤႪ
5ႱႠ
ႰႬ ႢႪႱႫႭႣ
ႢႬႤႡႧ ႠႶႢႸႤ
ႬႠ ႼჂ ႤႱႤ ႤႩႪႤ
ႱႨႠჂ ႠႬ

Translation (ka)

† ღვთის დედაო, იმ საშინელ დღეს მეოხ-ეყავ ერისთავთ-ერისთავს ლიპარიტს და მის შვილებს, რომელმაც გულმოდგინებით აგიშენა ეს წმიდა ეკლესია, ამინ.

Commentary

ზედა ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ვარძიის გამოქვაბულების ჩრდილო-დასავლეთით, სამიოდე კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. იგი ქვის ფილებითაა მოპირკეთებული და ჩუქურთმებით შემკული. გამომცემელი მიიჩნევს, რომ ვარძიის წარწერის ასოებს ბევრი აქვთ საერთო X-XI სს. ხელნაწერთა საზედაო ასოებთან. ეს მსგავსება მას აფიქრებინებს, რომ ოსტატს ზედა ვარძიის წარწერის ასოთა მოყვანილობის და სამკაულის შერჩევისას ნიმუშად X-XI სს. მიჯნის ერთი ან რამდენიმე ხელნაწერი ჰქონდა აღებული. წარწერაში მოხსენიებული ერისთავთ-ერისთავი ლიპარიტი კი შეიძლება ლიპარიტ რატის ძე, ანუ ლიპარიტ II იყოს. წარწერაში სიტყვები ერთმანეთისაგან გამიჯნულია.

Bibliography

გაბაშვილი, 1967 ციალა გაბაშვილი, ზედა ვარძიის „კიდურყვავილოვანი“ წარწერა, 31-32

Images

   Fig. 1.