ECG386. ვანის ქვაბების პოეტური წარწერა II

Material: ქვა

Object type: ფასადი

Dimensions: w 30 x h 12 cm

Text: წარწერა ხუთსტრიქონიანია. იგი მოთავსებულია ეკლესიის დასავლეთის ქვედა სარკმელში, მარჯვენა მხარეს cm

Letters: ფრესკული მხედრული წარწერა

Date: XV AD (lettering)

Findspot: ვანის ქვაბები, ასპინძის მუნიციპალიტეტი

Original location:ვანის ქვაბები, ასპინძის მუნიციპალიტეტი

Last recorded location(s): ვანის ქვაბები, ასპინძის მუნიციპალიტეტი

Text type:Unknown

Editor(s): შერმადინ ონიანი

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

† წავალ [შე]ვერთ[ვი]
მძოვართა და
ჯოგთა არნებ[ი]ს(ა)თ(ა)
მრ[ავალთ](ა) [მბრძ(ო)ლთა]
5ვაომებ ჩ(ე)მის(ა) არ ნებ(ი)ს(ა)თ(ა)

Diplomatic

† ႼႠႥႠႪ [..]ႥႤႰႧ[..]
ႫႻႭႥႠႰႧႠ ႣႠ
ႿႭႢႧႠ ႠႰႬႤႡ[.]ႱႧ
ႫႰ[..... .......]
5ႥႠႭႫႤႡ ႹႫႨႱ ႠႰ ႬႤႡႱႧ

Translation (ka)

† წავალ, შევუერთდები ბალახის მძოველ ცხოველთა და ჯიხვთა ჯოგებს. ვაომებ მრავალთა მებრძოლთა - ჩემი ნების არ შემსრულებელთ.

Commentary

ვანის ქვაბთა მონასტერი მდებარეობს ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირას, ვარძიასა და თმოგვს შორის, ვარძიიდან სამი კილომეტრის დაშორებით. მონასტერი გამოკვეთილია ფრიალო კლდეში და ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია. გამოქვაბულთა ყველაზე მაღალ სართულზე გადარჩენილია ჯვრის ტიპის პატარა გუმბათიანი, თეთრად შელესილი ეკლესია. მისი კედლები მთლიანად დაფარულია XV საუკუნის მეორე ნახევრის მხედრული წარწერებითა და ნახატებით. პროზაულ წარწერებთან ერთად გვხვდება ლექსებიც, რომლებშიც მოყვანილია „ვეფხისტყაოსნისა“ და „როსტომიანის“ ფრაგმენტები, აგრეთვე XII-XV საუკუნეების ლირიკული პოეზიის ნიმუშები, როგორც ლიტერატურული, ასევე ფოლკლორული. წარწერის ავტორია გულქანი, რომლის ვინაობა უცნობია. ზოგადად კი, იგი დიდგვაროვანი, სამცხე-საათაბაგოს მკვიდრი, თავისი დროისათვის განსწავლული მანდილოსანი უნდა იყოს, მხატვარი და კალიგრაფი. წარწერა წარმოადგენს სატრფიალო ხასიათის ორტაეპიან მაჯამას. იგი მცირე ჟანრის ლირიკული პოეზიის ნიმუშია. შერმადინ ონიანის აზრით, ის შექმნილი უნდა იყოს XII-XIII საუკუნეებში. წარწერაში ნახსენები სიტყვა „არნი“ ნიშნავს ჯიხვს.

Bibliography

ონიანი, 1967 შერმადინ ონიანი, ვანის ქვაბთა ორი პოეტური წარწერა, 33-37