ECG391. აქაროს მთის I წარწერა დაღესტნიდან

Material: ქვა

Object type: ჯვარი

Dimensions: cm

Text: cm

Letters:

Date: X-XI AD (lettering, historical, context)

Findspot: აქაროს მთა, დაღესტანი

Original location:აქაროს მთა, დაღესტანი

Last recorded location(s):

Text type:Unknown

Editor(s): შაჰბან ჰაფიზოვი

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

ჯვარი ქრისტესი წმიდა ათორმეტნი

Diplomatic

ႿႥႠႰႨ ႵႰႨႱႲႤႱႨ ႼႫႨႣႠ ႠႧႭႰႫႤႲႬႨ

Translation (ka)

ჯვარი ქრისტესი, წმიდა ათორმეტნი...

Commentary

დაღესტანში ყველაზე მეტი ქართული წარწერა აღმოჩნდა დაღესტნურ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აქაროს მთის X-XIV საუკუნეთა ეკლესიის ნაშთების გათხრისას. აქ გამოვლინდა ქვის ჯვრებისა და ქვის კვადრებზე გამოსახული ჯვრების მრავალი ნამსხვრევი. მათ უმრავლესობაზე სავედრებელ-მოსახსენიებელი წარწერებია, რომლებიც შესრულებულია ასომთავრულითა და ნუსხურით. გ. ღამბაშიძის აზრით, ამ წარწერებში ათორმეტთა მოციქულთა ხშირი ხსენება იძლევა საფუძველს იმის სავარაუდოდ, რომ აქაროს მთის ტაძარი უკურთხებიათ წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სახელობაზე. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით ეს წარწერები თარიღდება X-XI საუკუნეებით. გ. ღამბაშიძემ გამოაქვეყნა აქაროს მთაზე მიკვლეული თექვსმეტი წარწერის ტექსტი ილუსტრაციების გარეშე (Гамбашидзе Г.Г. Грузинские лапидарные надписи из христианского храма на горе Акаро над Хунзахом (Дагестан). Кавказ и степной мир в древности и средние века. Махачкала, 2000, 77-78).

Bibliography

ჰაფიზოვი, 2017 შაჰბან ჰაფიზოვი, ქართული, ქართულ-ხუნძური და ხუნძური წარწერები მთიან ხუნძეთში (დაღესტანი), 130-131