ECG405. სიმონ კანანელის ტაძრის ბერძნული წარწერა

Material: ქვა

Object type: ჯვარი

Decoration:

Text: სიმონ კანანელის ტაძრის სამხრეთ კედელზე, კარების თავზე, დედამიწიდან 1 მ. 95 სმ-ის სიმაღლეზე გაკეთებულია რელიეფური ჯვარი, რომელშიც ჩაჭრილია ბერძნული წარწერა. წარწერა არის ასევე ჯვრის მარცხნივ და მარჯვნივ (ამ წარწერებიდან ჯვრის ქვემოთა ფეხამდე 74 სმ-ია, ე.ი. სიმაღლეზე ამ გამოსახულებას და წარწერებს უჭირავს 2 მ. 70 სმ, ხოლო სიგანე - 2 მ. 2 სმ). w 270 x h 202 cm

Letters: ასოები მთავრულია (ჯვარში ჩაწერილი ასოები (Ν, Χ, C) დაახლ. 5 სმ-ის სიმაღლისაა და 3-4 სმ-ის სიგანისაა; ჯვარის გარეთა ასოები სიმაღლით 10 სმ, სიგანით - 7-10 სმ. აქვთ ზემოდან დაქარაგმების ნიშანი 10-15 სმ-ის სიგრძის (ასოს სიგანის შესაბამისად). 5-10 3-10

Date: IX-X AD (lettering)

Findspot: ახალი ათონი ჯვარი ეკუთვნის სიმონ კანანელის ტაძარს.

Original location:ახალი ათონი

Last recorded location(s):

Text type:Unknown

Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი, В. В. Латышев, Архимандрит Леонид Кавелин, И. Помяловский

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

Μ(ήτηρ) Φ(ωτὸς) Σωτῆρος Γεώργιος Ὑπέρτιμος Ζικχίας Ἰ(ησοῦ)ς Χ(ριστό)ς νι(κ)ᾷ

Diplomatic

ΜΦΣΩΤΗΡΟΣΓΕΩΡΓΙΟΣΥΠΕΡΤΙΜΟΣΖΙΚΧΙΑΣΙΣΧΣΝΙΑ

Translation (ka)

დედა ნათლისა მაცხოვრისა, გიორგი ყოვლადპატიოსანი (წინამძღვარი) ჯიქეთისა (?) იესუ ქრისტე, ძლევაჲ

Commentary

თარგმანის მეორე ვარიანტი - დედაო ნათლისაო, იხსენ გიორგი ყოვლადპატიოსანი (წინამძღვარი) ჯიქეთისა(?).

წარმოდგენილი დათარიღების საფუძველია ასოთა მოხაზულობა (Φ, Ζ, C, Μ). ძეგლის არქიტექტურა (Л. Д. Рчеулишвили, Некоторые аспекты грузинской архитектуры Черноморского побережья: Русь. Грузия, М. 1978. 26). დათარიღება სხვა გამოცემებში: А. Л. ( 50) და И. Н. ( 114) მას მიიჩნევენ საფლავის ქვის წარწერად, შემდეგ, XII ს-ის რესტავრაციის დროს ჩასმულად კედელში.

წარწერა ლიტერატურაში კარგად არის ცნობილი. იგი მოყვანილია ი. პომიალოვსკის კრებულში ( 41). პომიალოვსკის მოცემული აქვს დესტუნისის წაკითხვა: Μ(ή)τ(ηρ) Φ(ω)τ(ὸς) Σ(ω)τ(ῆρος). იგივე წარწერა მოყვანილი აქვს ლატიშევს ( 3), ამ ასოების მნიშვნელობაზე არაფერს ამბობს. ყველაზე საინტერესო ამოკითხვა აქვს И. Н.-ს ( 14) Μ(ήτερ) θ(εοῦ) C(ῶσον) Γ(εοργίον) Υ(περτίμον) Σ(κόμης) = Мать божия! Спаси Георгия пречестного (митрополита) Цхемского (= Сухумского). მას ეს მიაჩნია საფლავზედა ქვად, ხოლო ასოებს ზემოთ მოთავსებული τ-ები ქარაგმის ნიშნად. И. Н.-ს ზოგი ფაქტიური შეცდომა აქვს: სინამდვილეში ΙΙ ასო არის Φ (და არა Θ), ხოლო უკანასკნელი - Ζ და არა Σ, ამდენად ვერ იქნება θεοῦ და Σκόμης (სოხუმი). გარდა ამისა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს იყოს საფლავზედა ქვა შემდეგ ჩასმული ტაძარში. საფლავის ქვაზე წარწერა ასეთი სახის არ იქნებოდა: დაწერილობა ქვის სიგრძეზე (და არა სიგანეზე) საფლავის ქვებზე ძველად არ გვხვდება. ეს წარწერა სპეციალურად ამ ტაძრისთვის არის გაკეთებული, ან ტაძრის აშენებამდე, ან შემდეგ, ზედვე. თუ დავუშვებთ, რომ И. Н.-ს ამოშიფრვის იდეა სწორია, მაშინ Ζ შეიძლება იყოს Ζικχία - ჯიქეთი. ჯიქეთის 3 ეპარქია იყო ცნობილი (იხ. Georgii Cypri Descriptio orbis romani. Lipsiae 1890, 4: № 65, 66, 67: ἐπαρχία Ζικχίας - ὁ Χερσῶνος, ἐπαρχία τῆς αὐτῆς - ὁ Βοσπόρων, ἐπαρχία τῆς αὐτῆς ὁ Νικόψεως). შესაძლებელია ერთ-ერთი ამ ეპარქიის (თუნდაც ნიკოფსიის) მიტროპოლიტი არის მართლაც მოხსენებული ამ წარწერაში. მაინც ეს ამოკითხვა ძალიან სათუოა, მით უფრო რომ ჯიქეთის მიტროპოლიტი სხვა წყაროებით ცნობილი არ არის. უფრო საფიქრებელია, რომ სიმბოლური მნიშვნელობის წარწერაა წარმოდგენილი.

Bibliography

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 67-68

ამირანაშვილი, 1968 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები 19-20

ჩუბინაშვილი, 1967 В. В. Латышев, Греческие надписи из Ново-Афонского монастыря, 3

ბერძენიშვილი, 2006 Архимандрит Леонид Кавелин, Абхазия и в ней Ново-Афонский Симоно-Кананитский монастырь, 50

ჩუბინაშვილი, 2015 И. Н., Абхазия и в ней Ново-Афонский Симоно-Кананитский монастырь, 114

ზედილიცი, 1872 И. Помяловский, Сборник греческих и латинских надписей Кавказа, 41

Images

   Fig. 1. Cross at the Church of St. Simon the Canaanite