ECG407. მაცხვარიშის წარწერა

Object type: ფრესკა

Text: მაცხვარიშის ეკლესიაში, საკურთხეველში XII საუკუნის ფრესკაზე გამოსახულია ქრისტე, აქეთ-იქით მარიამითა და იოანე ნათლისმცემლით. მათ აქვთ შემორჩენილი ბერძნული წარწერა, სხვა ყველა წარწერა ქართულია (თვით ქრისტეს ხელში გადაშლილ სახარებაზედაც). cm

Letters:

ბერძნული წარწერა დაქარაგმებული და ლიგატურების შემცველია.

ამ ჩვეულებრივი შინაარსის მქონე წარწერაში ყურადღებას იპყრობს ქარაგმის მოხაზულობა ⌒⌒, რაც IX საუკუნეზე ადრე არ გვხვდება ბერძნულ დამწერლობაში.

დათარიღება ხდება პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით (განსაკუთრებით ქარაგმების მოხაზულობით).

Date: XII AD (lettering)

Findspot: მაცხვარიში

Original location:მაცხვარიში

Last recorded location(s):

Text type:Unknown

Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

1
μή(τη)ρ θ(εο)ῦ
2
ὁ ἅ(γιος) Ἰω(άννης) π͡ρ(όδρομ)ο͡ς

Diplomatic

1
ΜΗΡΘΥ
2
ΟΑΙΩΠ͡ΡΟ͡Σ

Translation (ka)

დედა ღვთისა

Translation (ka)

წმიდა იოანე წინამორბედი

Commentary

ტაძარში კანკელი ხისაა, ფანერებით, თითქოს რუსული ხელობის და ზედ აქა-იქ აწერია ბერძნულად: Μ~Ρ Θ~Υ μήτηρ θεοῦ - დედა ღვთისა, და ქრისტეს ნიმბში: ὁ ὤν - არსი. ეს უკანასკნელი წარწერები ბევრად უფრო ახალია, ვიდრე ეკლესიის სხვა წარწერები და მათ შორის ბერძნული (ქართული და ბერძნული წარწერები ერთდროული არის). როგორც ქართული წარწერიდან ჩანს, ეკლესია მოხატულია XII საუკუნეში (დიმიტრის მეფობის მე-15 წელს, ე.ი. 1140 წ.) მიქაელ მაღლაკელის მიერ, ხოლო აგებულია უფრო ადრე. ბერძნული წარწერაც XII ს-ისა, კერძოდ 1140 წლისა არის.

Bibliography

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 83

ამირანაშვილი, 1968 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, 36-37

Images

   Fig. 1. Matskhvarishi fresco