Material: მოზაიკა
Object type: მოზაიკა
Decoration: ტაძრის საკურთხევლის კონქში მოზაიკაზე გამოხატულია ღვთისმშობელი ქრისტე-ემანუელით და აქეთ-იქით მთავარანგელოზებით.
მოზაიკაზე გამოხატულ მთავარანგელოზებს ორივეს ხელში უჭირავთ ლაბარი, რომელზედაც აწერია †ΑΓΙΟC (სამჯერ) /წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს/.
Text: cm
Letters: ბერძნული ასომთავრული წარწერები მოზაიკითაა შესრულებული.
Date: XII AD (lettering)
Findspot: გელათის ღვთისმშობლის ტაძარის საკურთხევლის კონქი
Original location:Unknown
Last recorded location(s): გელათის ღვთისმშობლის ტაძარის საკურთხევლის კონქი
Text type:Unknown
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
მთავარანგელოზი მიქაელი
Translation (ka)
დედა ღვთისა
Translation (ka)
მთავარანგელოზი გაბრიელი
Commentary
გელათის ღვთისმშობლის ტაძარი აგებულია დავით აღმაშენებლის მიერ (XII ს.) მოხატულია სხვადასხვა დროს (XIII-XIV სს.) ფრესკებით, რომლებზედაც უხვად არის შემორჩენილი ქართული და ბერძნული წარწერები.
ხელოვნებათმცოდნეთა მიერ გელათის მოზაიკა (და, მაშასადამე, ზედ გამოყვანილი ბერძნული წარწერები) 1125-1130 წლებით არის დათარიღებული (შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, 187. რ. მეფისაშვილი, თ. ვირსალაძე, გელათი... თბ., 1982, ტაბ. 47-50. იგი შექმნილია ბიზანტიაში განსწავლული ქართველი მხატვრის მიერ).
Bibliography
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 153
ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 125-126