Object type: ფრესკა
Decoration:
Text: ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკებზე მრავალი ქართული, ვრცელი ასომთავრული წარწერის გვერდით არის რაოდენობის მხრივ უმნიშვნელო ბერძნული წარწერებიც. გუმბათის ცაში გამოსახულია მედალიონში მოთავსებული ჯვარი, რომლის ცენტრთანაც წერია ბერძნული წარწერა; ზემოდან I რეგისტრში აღმ-ის მხარეს გამოსახულია ვედრების კომპოზიცია და ირგვლივ, მთელ წრეზე 7 მთავარანგელოზი. ყველა გამოსახულებასთან არის ბერძნული წარწერა. cm
Letters: წარწერები შესრულებულია მთავრულით.
Date: XIII AD (lettering)
Findspot: ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძარი
Original location:Unknown
Last recorded location(s): ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძარი
Text type:Unknown
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი, Е. П. Привалова
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
იესუ ქრისტე ძლევაჲ
Translation (ka)
დედა ღმრთისა, იესუ ქრისტე, წინამორბედი, მთავარანგელოზი რაფაელი, მთავარანგელოზი რასთაელი, მთავარანგელოზი ქსესთაელი, მთავარანგელოზი მიქაელი, მთავარანგელოზი ურიელი, მთავარანგელოზი სურიელი, მთავარანგელოზი გაბრიელი
Commentary
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობა XIII ს-ით არის დათარიღებული (Е. П. Привалова, Роспись Тимотесубани, Тб. 1980).
აღსანიშნავია, რომ ყველა სახელი არის ε-იანი დაბოლოებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დამწერისათვის აქ იყო რეალური "ე" (η-ს ხმარება ნიშნავდა იმას, რომ ის უნდა ამ დროისათვის წაეკითხათ როგორც "ი").
ὁ πρόδρομος-სთან სავარაუდოა, რომ წინ იქნებოდა ΙΩ Ἰωάννης ὁ πρόδρομος - იოანე წინამორბედი (ნათლისმცემელი).
როგორც ე. პრივალოვა შენიშნავს, რასთაელი და ქსესთაელი - მთავარანგელოზთა სახელებს პარალელი არ ეძებნება და შესაძლოა ეს არის დამახინჯება, საქართველოში ნაკლებად ცნობილი ანგელოზთა სახელებისა. ΟΡΙΑ საფიქრებელია, რომ არის Οὐριήλ (ან სხვა დაწერილობის მიხედვით - Ορι[ε]λ).
ყურადღებას იპყრობს საკურთხეველში გამოხატულ წმ. მამათა და დიაკონთა ქართულად ნაწერი ბერძნულ-ფორმა შენარჩუნებული საკუთარი სახელები: ტიმონა, პროხორონ, პარმენა, კლიმენტოს, სილიბისტროს...
პალეოგრაფიული მონაცემებიდან აღსანიშნავია ξ-ის თავისებური დაწერილობა (სიტყვაში δόξης), რაც მიუთითებს გვიან ბიზანტიურ ხანაზე. წარწერათა დათარიღება ხდება მოხატულობის თარიღის მიხედვით.
Bibliography
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 231-232
პრივალოვა, 1980 Е. П. Привалова, Роспись Тимотесубани