Material: ტუფი
Object type: პრიზმა
Decoration:
Text: პრიზმის ერთ-ერთ გვერდით წახნაგზე არის ბერძნული წარწერა, რომელსაც უკავია ზედა ნაწილი (ამის ქვემოთ 24 სმ. სიმაღლე სულ თავისუფალია, ეს ნაწილი დამუშავებულია, მაგრამ ზედ წარწერის კვალიც კი არაა). ქვა პრიზმის ფორმისაა, გვერდითი წახნაგები კარგად არის დამუშავებული, თავი გადამტვრეულია. w 21 x h 30 x d 22 cm
Letters:
Date: VI-VIII AD (lettering)
Findspot: ლიპის ეკლესია ნივთი აღმოჩენილია ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ სოფელ ლიპის მახლობლად ცალნავიანი დანგრეული ეკლესიის გვერდით ეგდო ტუფის ქვა, შესაძლოა ეკლესიიდან ჩამოვარდნილი.
Original location:ლიპი
Last recorded location(s): ლიპი
Text type:Unknown
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
... და თეოპისტე
Commentary
1948 წლის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (აკად. ნ. ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით) სოფ. ლიპის მახლობლად ნახა ცალნავიანი საკმაოდ დანგრეული ეკლესია, რომელსაც მინაშენი აქვს. ნაგებობას ეტყობოდა რამდენიმე გადაკეთების კვალი (თავდაპირველად VI ს-ის ნაგებობა ჩანდა, არის VIII ს-ის ფენაც და ა.შ.). ამ ეკლესიის გვერდით ეგდო ქვა, მოცისფრო ვულკანური, საკმაოდ მკვრივი ტუფი. ეს ქვა ჩამოტანილ იქნა თბილისში და ინახებოდა ისტორიის ინსტიტუტში, თუმცა ინსტიტუტის შენობიდან შენობაში გადასვლის შემდეგ ეს ქვა დაიკარგა
როგორც ჩანს, ეს არის წარწერის ფრაგმენტი და უეჭველია, რომ ამავე ქვაზე ზემოთაც იქნებოდა წარწერა. თუ ეს სტელა არ არის (და ამ ეკლესიის, ან სხვა რაიმე ნაგებობის კუთვნილი ერთ-ერთი ქვაა), მაშინ მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე ქვებზედაც იქნებოდა ტექსტი. მარტო ამ ერთი ბერძნული სახელით (თეოპისტე) ძნელია წარწერის შინაარსის გარკვევა. ძნელი სათქმელია წარწერაში მოხსენიებული სახელით ვინ იყო აღნიშნული: ქტიტორი, ხელოსანი თუ მიცვალებული. წარწერის პირველი სტრიქონი დაზიანებულია და არ იკითხება.
ასოთა მოხაზულობის მიხედვით (ჩაღრმავებული კუთხეები, ჩატეხილბუნიანი α, მრგვალი ο და Θ, ამ დროს კუთხოვანი Ε, ორგვარი σ - c და Σ). წარწერა მოგვაგონებს ატენის ეკლესიის ფასადის ბერძნულ წარწერას, და ნაწილობრივ ვაშნარისას, ოღონდ ასოები აქ უფრო ბეჯითად არის გამოყვანილი. ამას მიზეზი შეიძლება ორი ჰქონდეს: ატენის წარწერა უკვე კედელში ჩადგმულ ქვაზე არის და ამდენად უფრო დაუდევრად ჩაჭრილი. ხოლო ლიპის წარწერა შეიძლება ხელში კარგად მოსახმარ ქვაზეა ამოჭრილი ან უკეთესი ხელოსნის გაკეთებული. ან შეიძლება უფრო ადრინდელია, ვიდრე ატენისა და ვაშნარის წარწერები (ε იქ ორივეგან მრგვალია, აქ კი კუთხოვანი). წარწერა ადრე ბიზანტიური ხანით უნდა დათარიღდეს (VI-VIIსს-ით).
Bibliography
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 245
ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 299-300