Material: ვერცხლი
Object type: ხატი
Decoration:
Text: წალენჯიხის ვერცხლის ხატზე მაცხოვრის ფერწერა აღარაა, ირგვლივ ჰქონია მედალიონები (დიამ. 4,9 სმ). ზემო არშიაზე შემორჩენილია 2 მედალიონი (ბერძნული წარწერებით), დანარჩენები - აცვენილია და შენახულია სეიფში. მედალიონთაგან ერთზეა ბერძნული წარწერა, დანაარჩენებზე ქართული, ასომთავრულია. გამოსახულებები მედალიონებზე წელამდეა მოცემული. ზედა არშიაზე ცენტრშია ქრისტე, მარჯვენა კუთხეში იოანე ნათლისმცემელი, ჩანს, მარჯვენა კუთხეში იყო მარიამი. წარწერები გვხვდება წრეებში ჩასმული, დაახლოებით კისრის დონეზე გამოსახულებების ორსავე მხარეს. cm
Letters: ხატს აქვს ჭედური წარწერა თავის ორსავე მხარეს. წარწერები გამოყვანილია ლურჯი მინანქრით. იოანე ნათლისმცემლის წარწერა არის გამოსახულების ორსავე მხარეს, მაარჯვენა ნაწილი არის სიგრძივ, საინტერესო ლიგატურით.
Date: XII AD (lettering)
Findspot: წალენჯიხა
Original location:წალენჯიხა
Last recorded location(s):
Text type:Unknown
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
იესუ ქრისტე
Translation (ka)
დედა ღმრთისა
Translation (ka)
იესუ ქრისტე
Translation (ka)
იოანე წინამორბედი
Commentary
მედალიონები მიჩნეულია ქართულ ნამუშევრად.
Bibliography
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 282