Object type: ხატი
Text: წილკნის ღვთისმშობლის ხატი მიჩნეულია ქართული ხელოვნების ძეგლად. ღვთისმშობელი ყრმით (ცენტრალური ნაწილი ხატის) ცვილოვანი ფერწერითაა შესრულებული (ენკაუსტიკა). შარავანდები - მინანქრებიანია. ყრმის თავზე ფირფიტაა ზედ ჭედური წარწერით; ღვთისმშობელს მარჯვენა მხარსა და კისერს შორის წითელი საღებავით აქვს წარწერა; ხატის ჩარჩოზე 3 მხარეს არის მედალიონები (მინანქრიანი და ჭედური). ხოლო IV მხარეს, ქვემოთ 3 სტრიქონად ქართული ასომთავრული წარწერა (მთავარეპისკოპოსის, ბართოლომეოსის ღვაწლის აღნიშვნით). ზემოთა არშიაზე შემორჩენილია 2 მედალიონი, მინანქრიანი (დიამ. 6 სმ.). მათზე გამოსახულების ორსავე მხარეს სიგრძივ არის სახელთა აღნიშვნა (მარჯვენა და მარცხენა მედალიონებზე); ხატის მარცხენა ჩარჩოზე შემორჩენილთაგან ზემოთა მედალიონს (დიამ. 6 სმ.) აქვს წარწერა ორსავე კიდეზე სიგრძივ; მარჯვენა მხარეს წარწერის სიმეტრიულად არის მედალიონი (დიამ. 6 სმ.) წარწერით, ასევე კიდეებზე სიგრძივ; მუზეუმის სეიფში დაცულია 2 მედალიონი (დიამ. 3,3, სმ.), რომლებზედაც მსხვილად, თეთრი მინანქრით გამოყვანილია ბერძნული ასოები. ეს მედალიონებიც ოდესღაც ამკობდა წილკნის ღვთისმშობლის ხატს. cm
Letters:
Date: XII AD (lettering)
Findspot: წილკნის ღვთისმშობლის ეკლესია
Original location:წილკანი
Text type:Unknown
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
იესუ ქრისტე
Translation (ka)
დედა ღმრთისა
Translation (ka)
[წმ.] თევდორე (სტრატილატი)
Translation (ka)
[წმ.] თევდორე (ტირონი)
Translation (ka)
წმ. დამიანე
Translation (ka)
წმ. პანტელეომონი
Translation (ka)
დედა ღმრთისა
Commentary
ყურადღებას იპყრობს „ქრისტეს“ დაწერილობა, ტრადიციული XC-ს მაგიერ არის IX, თუ PX- ე.ი. შემოკლება ხდება სხვაგვარად, თანაც გადაადგილებულია ასოთა თანრიგი. ღვთისმშობლის წარწერაშიც ასოები გადაადგილებულია - შებრუნებულია ასოთა თანრიგი. შესაძლოა ტრადიციული ნორმების დარღვევა ქართველ ოსტატზე მიუთითებდეს, ან ოსტატის შეცდომაზე (ტრაფარეტი ვერ მოიხმარა), მაგრამ აღსანიშნავია, რომ ერთ ხატზე 2 ასეთი ერთი ტიპის თავისებურებაა.
ყველა ეს ბერძნულწარწერიანი მედალიონი, ისევე, როგორც ღვთისმშობლისა და ყრმის შარავანდები XII საუკუნით არის დათარიღებული და მიჩნეულია ბიზანტიურ ნახელავად (ხატი შემკობილია ჭედური ფირფიტებით, რომელთაც ქართული მთავრული წარწერები აქვს).
ბერძნული წარწერები (გარდა ქრისტესა და ღვთისმშობლის სახელთა აღნიშვნისა), რაიმე თავისებურებას არ იჩენენ. ამგვარი წარწერები XI-XIII სს-ში ჩვეულებრივია.
Bibliography
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 285-286
ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 276