ECG434. გელათის მაცხოვრის ხატი

Object type: ხატი

Decoration:

Text: გელათის მაცხოვრის ხატზე ქრისტეს თავთან მარჯვენა კუთხეში შემორჩენილია კვადრიფოლიუმი (3,5x3,5 სმ.) რომლის ცენტრშიც წერია ΧC (მარცხენა კუთხეშიც იქნებოდა ასევე შესრულებული IC, რაც დაკარგულია). წარწერა გამოყვანილია თეთრი მინანქრის ფონზე, მუქი ლურჯი მინანქრით. ეს კვადრიფოლიუმი ქრისტეს შარავანდთან ერთად X-XII სს-ით არის დათარიღებული და სავარაუდოდ მიჩნეულია ბიზანტიურ ხელობად. ხატის ჩარჩოზე ოთხსავე მხარეს მოთავსებულია მედალიონები, ძირითადად ქართული წარწერებით, ქვემოთა არშიაზე არის ქართული ასომთავრული წარწერა (სიმეონ ჭყონდიდელის მოხსენიებით და ჭყონდიდელი ხელოსნის, ასანის დასახელებით). მედალიონები ზოგი მინანქრულია, ზოგი ჭედური. მედალიონების დიამ. დაახლ. 3,5 სმ. α. ჩარჩოს ზემოთა ნაწილზე, მარჯვენა კუთხეში არის ჭედური მედალიონი ბერძნული წარწერით კიდეებზე; β. ჩარჩოს მარჯვენა ნაწილში წარწერის ქვემოთ არის ასევე ჭედური მინანქარი ორსავე მხარეს სიგრძივ წარწერით; γ. ჩარჩოს ამავე მხარეზე ქართულწარწერიანი მინანქრის (წი პეტრე) ქვემოთ არის 2 ჭედური მედალიონი. მათაც წარწერები ორსავე მხარეზე, კიდეებზე სიგრძივ აქვთ. ქვედა კუთხის მედალიონზე, ასევე ჭედურზე, წარწერა აღარ ჩანს; δ. ჩარჩოს ქვედა ნაწილის ცენტრალურ ადგილას მოთავსებულია მინანქრიანი მედალიონი (დიამ. 3,4 სმ.), რომელზედაც წმინდანი მკერდამდეა გამოხატული, ხოლო კიდეებზე სიგრძივ აქვს ბერძნული წარწერა წითელი მინანქრით გამოყვანილი. მედალიონი მიჩნეულია ბიზანტიურ ნახელავად და დათარიღებულია XII ს-ით. cm

Letters:

Date: X-XII AD (lettering)

Findspot: გელათის ღვთისმშობლის ეკლესია

Original location:გელათი

Last recorded location(s): გელათის ღვთისმშობლის ეკლესია

Text type:Unknown

Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

3
[Ἰ(ησοῦ)ς] Χ(ριστό)ς
2
ὁ ἅγι(scil. ος) Κῦρος
3
ὁ ἅγιος Βασίλ(scil. ε)ιος
4
ὁ ἅγιος Βα(scil. ρθολο)μεος
5
ὁ (scil. ἅγιος) Γεοργηος

Diplomatic

3
[...]ΧΣ
2
ΟΑΓΙ(scil. ΟΣ)ΚΥΡΟΣ
3
ΟΑΓΙΟΣΒΑΣΙΛ(scil. Ε)ΙΟΣ
4
ΟΑΓΙΟΣΒΑ(scil. ΡΘΟΛΟ)ΜΕΟΣ
5
Ο(scil. ΑΓΙΟΣ)ΓΕΟΡΓΗΟΣ

Translation (ka)

იესუ ქრისტე

Translation (ka)

წმ. კიროსი

Translation (ka)

წმ. ბასილი

Translation (ka)

წმ. ბართლომე

Translation (ka)

წმ. გიორგი

Commentary

ბერძნული წარწერები ჩვეულებრივია X-XII სს-ისათვის, რაიმე საგანგებო პალეოგრაფიული ნიშნები მათ არ გააჩნიათ. მედალიონების დათარიღება ხდება ძირითადად მათი მხატვრული ანალიზის საფუძველზე. და მთლიანად ხატის - სიმეონ ჭყონდიდელის (XII ს.) ქართულ წარწერაში მოხსენიებით (რომლის დროსაც განუახლებიათ ხატი).

Bibliography

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 287-288

ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 276-277

Images

   Fig. 1. Icon of the Gelati Church of the Holy Mother of God (I)

   Fig. 2. Icon of the Gelati Church of the Holy Mother of God (II)