Material: ადგილობრივი ქვა
Object type: ფილა ფასადზე
Dimensions: w 36 x h 31 x d 17 cm
Text: წარწერა ამოკვეთილია ჯვრის ქვედა ვერტიკალური მკლავის ორივე მხარეს.
Letters: ამოკვეთილი, 4 სტრიქონიანი, ასომთავრული წარწერა. ქარაგმის ნიშანი: სწორი, განივი ხაზი. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი, ადგილ-ადგილ. 3-3.5
Date: XI AD
Findspot: ღუმურიში
Original location:ღუმურიში
Last recorded location(s): დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ისტორიული მუზეუმი უცნობია
Text type:Unknown
Editor(s): ვალერი სილოგავა
Changes history:2019-07-09 LP ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება გარე კონტროლირებად ლექსიკონთან
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
ღმერთო, შეიწყალე ორივე ცხოვრებაში ამ ტაძრის ამშენებელი დეოფალთა დეოფალი საგდუხტი, ნიანიას ასული, ამინ
Commentary
კირქვის ფილაზე გამოსახული ყოფილა რელიეფური ორნამენტირებული ჯვარი, რომლის ზედა და განივი მკლავები მომტვრეულია; დღეს სახეზეა ჯვრის ქვედა მკლავი. ფორმულა"ორთავე ცხორებასა შინა" პირობითია. რადგანაც ჩვენ არ ვიცით, რა სიდიდის ტექსტი აკლია წარწერას დასაწყისში, შეიძლება დავუშვათ, რომ ის არც იყო. აღდგენის ვარიანტი: ["ეკლესიი]სა", ["საყრდი]სა". როგორც აღინიშნა, წარწერა ამოკვეთილია ფილაზე, რომელზედაც რელიეფური ჯვარი იყო გამოსახული. ამიტომ შეიძლება დავუშვათ, რომ წარწერაში ჯვრის აღმართვის შესახებ იყო აღნიშნული და მისი ნაკლული ტექსტი შეიძლება ასეც აღვადგინოთ: [ღ(მერთ)ო, შ(ეიწყალ)ე ამ(ი)ს ჯ(უა)რი]სა მ(ა)შ(ე)ნ(ე)ბ(ე)ლი და ა.შ.