ECG474

Material: წითელი საღებავი

Object type: კედელი

Dimensions: cm

Decoration:

Text: კედელში, სადაც წარწერაა შესრულებული, ტაძრის დასავლეთის ერთ-ერთი სარკმელია გაჭრილი, საიდანაც შემოსული სინათლით, ერთი მხრივ, წარწერა თუ კარგად იყო განათებული, მეორე მხრივ, მზის სხივებს ნაწერის წითელი მელანი გაუხუნებია. შესრულებულია თავისებურად და უჩვეულოდ - ყოველი სიტყვის პირველ მოზრდილ ასოში ჩასმულია ვერტიკალურად ჩამოწერილია ან გარშემო შემოწერილია ამ სიტყვის დანარჩენი მცირე ზომის ასოები. ამჟამად მოღწეულია მხოლოდ 12 მთავრული ასო, ამათგან მათ გარშემო განლაგებული მცირე ასომთავრული ასოები მხოლოდ სამს აქვს სრულად, ხოლო ერთს ფრაგმენტულად შერჩენილი. w 127 x h 12 cm

Letters: ფრესკული ასომთავრული წარწერა. 7-9-10; 0,3-0,5-0,7

Date: Unknown.s

Findspot: ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი 1848 წელს, მ. ბროსეს მიერ წარწერის შესწავლის დროს, წარწერა სრულად იყო მოღწეული. 1886 წლის 4 თებერვალს წარწერას გაეცნო პრასკოვია უვაროვა, წარწერა უკვე დაზიანებული იყო (იხ. ფოტო)

Original location:ლიხნი

Last recorded location(s): ლიხნი

Text type:Unknown

Changes history:2019-05-30 kalkhitashvili ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება გარე კონტროლირებად ლექსიკონთან

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

[Ⴕ კ(ურთხეულ) ხ(არ) ღ(მერთო) ყ(ოვლად) ყ(ოველსა) შ(ინა) ე(ს) ი(ქმნა) დ(ასაბამითგან) წ(ელთა) ხქჲთ ქორონიკონსა სვპ] მეფობასა ბაგრატ გიორგის ძისასა ინდიკტიონსა ლჱ აპრილსა თ(უე)სა ვარსკვლავი გამოჩნდა რ(ომელ) მ(ისსა) წ(იაღსა) ა(ღმოი)ლი(დის)
[და შ(ინა) მ(ისსა) ვ(ითარცა) შ(არავანდედი) დ(იდი) მ(ოკიდებით) მ(ასვეა) ე(სე) ი(ქმნა) ბ(ზობითგან) ა(ღვსებამდის)]

Diplomatic

[..............................] ႫႤႴႭႡႠႱႠ ႡႠႢႰႠႲ ႢႨႭႰႢႨႱ ႻႨႱႠႱႠ ႨႬႣႨႩႲႨႭႬႱႠ ႪჁ ႠႮႰႨႪႱႠ ႧႱႠ ႥႠႰႱႩႥႪႠႥႨ ႢႠႫႭႹႬႣႠ Ⴐ Ⴋ Ⴜ ႠႪႨ
[..............]

Commentary

წარწერის ტექსტის ყველა პუბლიკაცია ეყრდნობა მ. ბროსეს გამოცემას.

Bibliography

ლია ახალაძე ლიხნის ტაძრის ეპიგრაფიკა

Images

   Fig. 1.