Material: ქვა
Object type: კედელი
Dimensions: w 62,5 x h 60 cm
Text: w 22 x h 56 cm
Letters: წარწერა ასომთავრული ანბანით არის შესრულებული. წარწერას განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს და ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი განივი ხაზი. 1,9-2,9 2,5-6,2
Date: X-XI AD
Findspot:Unknown
Original location:გუჯარეთის ხეობა. „წითელი ეკლესია“
Last recorded location(s):გუჯარეთის ხეობა. "წითელი ეკლესია" გუჯარეთის ხეობა. "წითელი ეკლესია"
Text type:Unknown
Changes history:2019-12-16 Tchanturia წარწერის სრული კოდირება, გარე ანოტირება, პირთა სახელების, ლემების მითითება, ბიბლიოგრაფია.
Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Commentary
თ. გოგოლაძე: წარწერიანი ქვა კლიმატური პირობების გამო გადაცვეთილია და წარწერის გრაფემათა ნაწილი ცუდად განირჩევა. მიუხედავად ამისა, წარწერის ტექსტი თავიდან ბოლომდეგარკვევით იკითხება.
წარწერის დათარიღების საფუძველი: სერგი მაკალათია წარწერის ტექსტში კითხულობს რა სიტყვა მხარგრძელს, ასევე ითვალისწინებს ქართულ წერილობით ძეგლებში ამ ფეოდალური საგვარეულოს მოხსენიებას XII-XIII საუკუნეებში, წინამდებარე წარწერასაც XII-XIII საუკუნეებით ათარიღებს. დევიბერძენიშვილმა თავდაპირველად ეკლესია XI-XII საუკუნეების ხუროთმოძღვრულ ძეგლად მიიჩნია და ამავე ქრონოლოგიით განსაზღვრა ტაძრის წარწერაც. თუმცა, ოდნავ მოგვიანებით,მეცნიერი წარწერის ქრონოლოგიას პალეოგრაფიული მონაცემების მიხედვით, X-XI საუკუნეებით განსაზღვრავს. წინამდებარე კორპუსში ვიზიარებთ დევი ბერძენიშვილის მიერ წარწერის ბოლოს შემოთავაზებულ თარიღს – X-XI საუკუნეებს და, შესაბამისად, წარწერას X-XI საუკუნეებით ვათარიღებთ.
Bibliography
გოგოლაძე, 2019 თამაზ გოგოლაძე, თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი,32-34 2019
მაკალათია, 1957 სერგი მაკალათია, ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი),121957
კაკაბაძე, 1966 სარგის კაკაბაძე, რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი,66 1966
ზედგინიძე, 1977 გიორგი ზედგინიძე, თორელ-ჯავახთა და ჯაყელ-მესხთა სამამულო მფლობელობის შესახებ ბორჯომის ხეობაში, კრებულში: კრებული მიძღვნილი აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი,181 1977
ბერძენიშვილი, 1985 დევი ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან (ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი),45 1985
ბერძენიშვილი, 1987 დევი ბერძენიშვილი, არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი "გუჯარეთი",9 1987