ECG914. მოხისის სამების წარწერა

Material: ქვიშაქვა

Object type: აღმოსავლეთ ფასადი

Text: წარწერა ამოკვეთილია აღმოსავლეთ სარკმლის საპირე ქვაზე, ადგილობრივი ჯიშის სუსტი შლადი ფენოვანი ქვიშაქვა. წარწერა შესრულებულია ტაძრის აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის რელიეფური წარბის გარშემო, მიწიდან 216 სმ-ის სიმაღლეზე, ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ჩაუსვამთ სარკმლის მორთულობისა და წარწერის შესასრულებლად. w 87 x h 72 cm

Letters: ამოკვეთილი ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა. ტექსტის ყველაზე მაღალი და დაბალი ასო-ნიშნების ზომებია: „წ“ – 7,2 სმ., „ა“ — 1,6 სმ. გრაფემათა კვეთის მაქსიმალური სიღრმეა 0.3-0.4 სმ.; ქარაგმად სწორი განივი ხაზია გამოყენებული, განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. ტექსტისათვის დამახასიათებელია „ჲ“-ის ნაცვლად „ი“ გრაფემის გამოყენება. 1,6-7,2

Date: X-XI

Findspot: მოხისი მოხისი

Original location:მოხისი

Text type:Unknown

Editor(s): ირაკლი გელაშვილი, თამაზ გოგოლაძე

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთისაჲთ)ა მ(ამი)სა ძ(ი)სა
და ს(უ)ლ(ი)სა წ(მიდი)სა ჩ(უე)ნ ალმ-
აოტისძეთა კ(უირიკ)ე და თ(ევდორ)ე {და}
ბ(ეშ)ქ(ე)ნ აღვაშ-
5ენეთ წ(მიდა)ი
ესე ეკ-
ლ(ე)ს(ია)ი
ს(აო)ხ(ა)დ ს(უ)ლ(ი)სა
ჩ(უე)ნ(ი)სა ღ(მერთ)ი
10არს მ(ო)წმ(ე)
ჩ(უე)ნთა ე-
ს(ე) გ(ლახა)კთა-
გუ(ი)ქნ(ი)-

15პ(ირვე)ლ
ჭ(ა)ლ(ა)ს ვე(ნა)ჴი ვ(ი)ყ(ი)დეთ საზედ(ა)შ(ე)დ ამავე ეკლ-
ესისათ(უი)ს

Diplomatic

ႱႾႪႧႠ ႶႠ ႫႱႠ ႻႱႠ
ႣႠ ႱႪႱႠ ႼႱႠ ႹႬ ႠႪႫ
ႠႭႲႨႱႻႤႧႠ ႩႤ ႣႠ ႧႤ {ႣႠ}
ႡႵႬ ႠႶႥႠႸ
5ႤႬႤႧ ႼႨ
ႤႱႤ ႤႩ
ႪႱႨ
ႱႾႣ ႱႪႱႠ
ႹႬႱႠ ႶႨ
10ႠႰႱ ႫႼႫ
ႹႬႧႠ Ⴄ
Ⴑ ႢႩႧႠ
ႢႳႵႬ

15ႮႪ
ႽႪႱ ႥႤჄႨ ႥႷႣႤႧ ႱႠႦႤႣႸႣ ႠႫႠႥႤ ႤႩႪ
ႤႱႨႱႠႧႱ

Translation (ka)

სახელითა ღმრთისაჲთა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისა, ჩუენ, ალმაოტისძეთა კუირიკე და თევდორე {და} | ბეშქენ აღვაშენეთ წმიდაი ესე ეკლესიაი საოხად სულისა ჩუენისა. ღმერთი არს მოწმე ჩუენთა, ესე გლახაკთა გუიქნია. პირველ, ჭალას ვენაჴი ვიყიდეთ საზედაშედ ამავე ეკლესისათუის.

Commentary

ირაკლი გელაშვილი, თამაზ გოგოლაძე X-XI საუკუნეების უცნობი წარწერა მოხისის სამების ეკლესიიდან წარწერის პალეოგრაფიული დახასიათება. წარწერა შესრულებულია კუთხოვანი ასომთავრულით, რომლისთვისაც დამახასიათებელია ასომთავრულიდან ნუსხურში გარდამავალი გრაფემები. წარწერაში დარღვეულია ორხაზოვანი საწერი ბადე და სტრიქონების ჰორიზონტალური მდებარეობა, სიტყვები დაქარაგმებულია და არ არის დაშორებული ერთმანეთს, არც განკვეთილობის ნიშნებია გამოყენებული. წარწერაში სწორი ნუსხურით გადმოცემულია მხოლოდ ორი – „ლ“ და „თ“ გრაფემები: „ლ“ გრაფემისათვის დამახასიათებელია მარცხნივ გაზიდული დამატებითი განივი ხაზი, „თ“ გადმოცემულია კუთხოვანი ფორმით, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეინიშნება კუთხეების მომრგვალების ტენდენცია (მესამე სტრიქონის პირველ სიტყვაში); „ე“ და „ვ“ გადმოცემულია მარცხნივ გაზიდული დამატებითი განივი ხაზებით; „მ“ გრაფემის მუცლის შემკვრელი ხაზი არ გადადის მარჯვენა მხარეს. განსაკუთრებული პალეოგრაფიული დატვირთვის მატარებელი გრაფემებია: „განი“, „ვინი“, „ინი“, „ონი“, „ტარი“ და „წილი“. „გ“ გრაფემა წარწერაში ორჯერ გვხვდება მეთორმეტე და მეცამეტე სტრიქონებში, გადმოცემულია კუთხოვანი ფორმით, მარცხნიდან მიდგმული დამ ატებითი განივი ხაზით და ქუსლის გარეშე. პირველ შემთხვევაში გრაფემა მო თავსებულია ოთხხაზოვანი ბადის მეორე და მეოთხე ხაზებს შორის, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირველ და მესამე ხაზებს შორის. მსგავსი უქუსლო „განი“ დადას ტურებულია X საუკუნის ბოლო მეოთხედით დათარიღებულ ახალსოფლის ეკლე სიის (თეთრიწყაროს რაიონი) ბაგრატ III-ისა და გურანდუხტ დედოფლის მოსახ სენებელ წარწერაში, ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში – სსმ-30 (186) (წარწერების კორპუსი 1980ა: 258-259). „ვ“ გრაფემა წარწერაში ოთხჯერ გვხვდება და გადმოცემულია მარცხნივ გა ზიდული დამატებითი განივი ხაზით, რომლის მკლავიც ძირს არ ჩამოდის. შენიშვნის ღირსია ის, რომ მეხუთე სტრიქონის ბოლო სიტყვაში „წმიდაი“ და მეშვიდე სტრიქონში „ეკლესიაი“, ჲ-ის ნაცვლად გამოყენებულია „ი“ გრაფემა. მეცხრე სტრიქონის ბოლო სიტყვაში დაფიქსირებული „ი“ გრაფემის ფეხი საკმაოდ დახრილია მარჯვნიდან მარცხნივ. მსგავსი ფორმით „ი“ გრაფემა დადასტურებულია ილორის ეკლესიის XI-XII საუკუნეებით დათარიღებულ გიორგი ქოჩოლავას წარწერაში (წარწერების კორპუსი 1980: 161). „ო“ გრაფემა წარწერაში ორჯერ გვხვდება. იგი პატარა ზომისაა და განთავსე ბულია ოთხხაზოვანი ბადის მეორე და მესამე ხაზებს შორის. წრიულ მუცელს მარ ჯვენა ქვედა მხარეს მიდგმული აქვს ზემოთ აპრეხილი ქუსლი, რომელიც თითქმის მუცლის სიმაღლემდე ადის. მსგავსი მოხაზულობის „ო“ გვხვდება: XI-XII საუკუნეე ბით დათარიღებულ გიორგი ქოჩოლავას ილორის ეკლესიის წარწერების კორპუსი 1980ბ: 161), 1046 წლის საურმაგ აქუნისძის სავანის ეკლესიის (წარწერების კორპუსი 1986: 60-61) და მიქაელ მჭევრაის ძის ქორეთის ეკლისიის (წარწერების კორპუსი 1980: 121) წარწერებში. დამახასიათებელია „ტ“ გრაფემის მოხაზულობა, რომელიც წარწერაში ერთხელ გვხვდება და მესამე სტრიქონის პირველ სიტყვაში თავგახსნილი ფორმითაა გადმოცემული (მიმსგავსებულია ნუსხურ „ც“ გრაფემას). მსგავსი ფორმის „ტ“ დაფიქსირებულია სტეფანე კალატოზის XI საუკუნის სიმონეთის ეკლესიის წარწერაში (წარწერების კორპუსი 1980ბ: 114). „წ“ გრაფემა წარწერაში დადასტურებულია სამჯერ. განსაკუთრებით საინტერესოა მეორე სტრიქონის მესამე სიტყვაში მისი მოხაზულობა, რომელიც გადმოცემულია თავგახსნით, ხოლო მკლავი მორკალულია და შეერთებულია ფეხთან. მსგავსი „წ“ გვხდება ატენის მცირეგუმბათიანი ეკლესიის რატი ერისთავის 982/989 წლების სააღმშენებლო წარწერაში (წარწერების კორპუსი 1980ა: 203). ამდენად, მოხისის ეკლესიის სამშენებლო წარწერა პალეოგრაფიული თვალსაზრისით დიდ მსგავსებას ამჟღავნებს X-XI საუკუნეების ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლებთან, შესაბამისად, იგი X-XI საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს.

Bibliography

სილოგავა, 2004 ირაკლი გელაშვილი, თამაზ გოგოლაძე, X-XI საუკუნეების უცნობი წარწერა მოხისი სამების ეკლესიიდან, 180-187

Images

   Fig. 1.