Dimensions: w 31 x h 206 x d 28 cm
Text: წარწერა ცხრასტრიქონიანია cm
Letters: რელიეფური ასომთავრული წარწერა
Date: X-XI AD (lettering)
Findspot: ამხეს ნასოფლარი, ადიგენის მუნიციპალიტეტი ძეგლი აღმოჩნდა 1980-იანი წლების დასაწყისში. ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ კეხოვანის მიდამოებში, სოფლის ჩრდილოეთით მდებარე ადგილას, რომლის სახელია ამხე, ტყეში, ნანგრევებს შორის დგას დიდი ზომის ოთხკუთხად, პარალელეპიპედის ფორმაზე გათლილი მაგარი ჯიშის ქვის სვეტი. იგი გატეხილია ორად, ცალკეა კვარცხლბეკი. სვეტის ზედა ნაწილში ამოღრმავებულია ფოსო, როგორც ჩანს, ჯვრის ჩასადგმელად. სვეტის ერთ მხარეს მოთავსებულია ცხრა სტრიქონად შესრულებული წარწერა. კვარცხლბეკი, რომელშიც სვეტი იდგა, ანეპიგრაფულია, უწარწეროა. ამჯამად იგი ადგილზეა დატოვებული, ხოლო ქვასვეტი გადატანიალია ახალციხის მუზეუმში. სვეტი მემორალური დანიშნულებისაა - წარწერა შეიცავს სახელების ჩამონათვალს შეწყალების ფორმულით. ტექსტი მიმართულია წმ. იოვანესადმი, რაც მიუთითებს, რომ ჯვარი, რომლის სადგარსაც ეს სვეტი წარმოადგენს, წმ. იოანეს სახელზე იყო აღმართული.
Original location:ამხეს ნასოფლარი, ადიგენის მუნიციპალიტეტი
Last recorded location(s): სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 5140
Text type:Unknown
Editor(s): ვალერი სილოგავა
Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation
Commentary
Bibliography
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
სილოგავა, 2000 ვალერი სილოგავა, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, კატალოგი-გზამკვლევი, 25-26
სილოგავა, 1983 ვალერი სილოგავა, სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ, 264-289