ECG120. ბიეთის ზაალ თოჴასძის წარწერა ეკვტერის აშენებისა

Material: ქვა

Object type: ფასადი

Dimensions: cm

Text: წარწერა ცხრასტრიქონიანია cm

Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა. ტექსტის დასაწყისი - პირველი ოთხი სტრიქონი - ამოკვეთილია მარჯვენა ფილაზე, ხოლო მისი გაგრძელება - დანარჩენი ხუთი სტრიქონი - მარცხენაზე

Date: 1493 AD (internal date)

Findspot: ბიეთის ეკლესია, ახალციხის მუნიციპალიტეტი

Original location:ბიეთის ეკლესია, ახალციხის მუნიციპალიტეტი

Last recorded location(s): ბიეთის ეკლესია, ახალციხის მუნიციპალიტეტი

Text type:Unknown

Editor(s): ვალერი სილოგავა, ვახტანგ ბერიძე

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

1
†მე თო[ჴა-]
სძემ(ა)ნ ზა-
ალ აღვაშ-
ენე წ(მიდა)[ჲ] ესე
2
5ეკ(უ)ტერი
[შ(ე)ს(ა)ვ(ე)]დრ(ე)ბ(ე)ლ(ა)დ მშ(ო)ბ(ე)ლ-
თა და [ მი
ცვ(ა)ლ(ე)ბ(უ)]ლთ(ა)თ(ჳ)ს
ქ(ორონი)კ(ონ)ს რპა

Diplomatic

1
†ႫႤ ႧႭ[..-]
ႱႻႤႫႬ ႦႠ
ႠႪ ႠႶႥႠႸ
ႤႬႤ Ⴜ[.] ႤႱႤ
2
5ႤႩႲႤႰႨ
[...]ႣႰႡႪႣ ႫႸႡႪ
ႧႠ ႣႠ [ ......]ႪႧႧႱ
ႵႩႱ ႰႮႠ

Translation (ka)

მე, ზაალ თოჴასძემ ავაშენე ეს წმიდა ეკდერი შესავედრებელად მშობელთა და მიცვალებულთა, ქორონიკონს 181.

Commentary

ბიეთის ტაძარი წინუბნისწყლის ხეობაში მდებარეობს. სოფელი ბიეთის სახელწოდებით არ არსებობს - ეს სახელი მხოლოდ ტაძარს ჰქვია. ბიეთის ტაძრის ნანგრევებში არსებულ ქვებზე რამდენიმე წარწერაა. ისინი ქრონოლგიურად ორ ჯგუფად იყოფა. პირველია XIII-XIV სს. მიჯნის, ორი ერთიმეორის მიყოლებით ამოკვეთილი წარწერა. ორივეში დასახელებულია ვინმე ხუაში - სხვა წყაროებით უცნობი ქტიტორი. მეორეა ზაალ თოჴასძის თარიღიანი წარწერა 1493 წლისა (181+1312=1493), ამოკვეთილი ტაძრისათვის მიშენებულ ეკვდერის კედელზე, ამ ეკვდერის ამშენებლის, ზაალ თოჴასძის, მოსახსენებლად. მაშასადამე, ვალერი სილოგავას აზრით, აქ დასტურდება, რომ ეკვტერი ეკლესიაში მიცვალებულთა დასაკრძალავი ადგილი იყო.

Bibliography

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169

ბერიძე, 1955 ვახტანგ ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII-XVI საუკუნეები, 163-164

Images

   Fig. 1.