Material: ქვა
Object type: ფილა
Dimensions: cm
Text: წარწერა სამსტრიქონიანია. იგი შესრულებულია სიუჟეტიანი ფილის ფრაგმენტზე. მასზე შემორჩენილია ტახტზე დაბრძანებული მაცხოვრის გამოსახულება, რომელსაც მარცხენა ხელში დაკეცილი კოდექსი უჭირავს, ხოლო მარჯვენა ხელით ეხება (აკურთხებს) ბაზილიკური ტაძრის (ძალზე ფრაგმენტულად შემორჩენილის) სახურავს. ფილის ზედა კიდეში განმარტებითი წარწერების ფრაგმენტებია. როგორც ჩანს, საფარის მიძინების ტაძრის ერთ-ერთ კედელში თავის დროზე ჩასმული იყო X ს-ის რელიეფი ტაძრის მაკურთხებელი მაცხოვრის გამოსახულებით და შესაბამისი წარწერებით, რომელთაგან დღეს მხოლოდ ეს ფრაგმენტი შემორჩა cm
Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა
Date: X AD (context)
Findspot: საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი
Original location:საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი
Last recorded location(s): საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი
Text type:Unknown
Editor(s): ვალერი სილოგავა
Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
იესუ ქრისტე... სიონი
Commentary
საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის არის მიძინების ტაძარი. ვალერი სილოგავას აზრით, საფარის რელიეფზე ისეთივე სიუჯეტი ყოფილა წარმოდგენილი ეკლესიის მაკურთხებელი მაცხოვრის გამოსახულებით და შეიძლება ქტიტორის თუ ქტიტორთა სახელების აღნიშვნით, რომლებიც არ შემორჩენილა, როგორიც ოპიზის 923-937 წწ. დათარიღებულ ცნობილ რელიეფზეა (ნ. ალადაშვილი, რელიეფი ოპიზიდან აშოტ კურაპალატის გამოსახულებით, საქ. მეც. აკად. მოამბე, ტ. XV, N7, 1954, 473-478). ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილის დროიდან ცნობილია, რომ „სიონი ქართულად „ბაზილიკასა“ ჰნიშნავდა“ (ივანე ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, I, მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში, თბ, 1948, 77). ხოლო გ. ჩუბინაშვილმა ამ ტერმინს ცალკე ნარკვევი მიუძღვნა მის ცნობილ მონოგრაფიაში ბოლნისის სიონის შესახებ. მისი დასკვნით, მთავარია არა ის, რომ იგი არქიტექტურული ტერმინია, რაც, ალბათ, უფრო შემთხვევითია და ნაკარნახევია ამ სახელის იერუსალიმური ეკლესიის ბაზილიკური ფორმით, არამედ ის, რომ იგი ყოველთვის მიემართება ღმრთისმშობლის (და თვით ღმრთისმშობლის მიძინების) სახელზე აგებულ ტაძრებს (Н. Г. Чубинашвили, Болнисский сион, ენიმკის მოამბე, IX, 1940, 83-85). ვალერი სილოგავა მიიჩნევს, რომ საფარაში ყველა ეს პირობა სახეზეა - აქ არის ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული X ს-ის ტაძარი, აქ აღმოჩნდა რელიეფის ფრაგმენტი, რომელზე გამოსახულ ეკლესიას, წარწერის მიხედვით, სიონი ეწოდება. ამდენად, ამ რელიეფის წარწერების წარმოდგენილი აღდგენები სავსებით საფუძვლიანია. ქართულ ეპიგრაფიკაში ცნობილია სხვა შემთხვევაც, როდესაც ბაზილიკური ტაძარი განმარტებულია, როგორც „სიონი“. ესაა XI საუკუნის ფრესკული კომპოზიცია ოთხთა ეკლესიის საკურთხეველში (ვ. სილოგავა, კ. შენგელია, ტაო-კლარჯეთი, თბ. 2006, 758, ტაბ. 134). აქ გვირგინოსან ღვთისმშობელს ხელში უჭირავს ბაზილიკური ტაძარი, რომელიც საღებავით მიწერილი თანადროული წარწერით განმარტებულია, როგორც „სიონი“.
Bibliography
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169