Translation (ka)
შ.დარჩიაშვილის თარგმანი, (150-151) ღმრთის, (ყოვლად) ძლიერი მამის, მხოლოდშობილი სიტყვისა და ყოვლადწმიდა სულის ნებითა და წყალობით. ეს წიგნი, საუკუნო ანდერძი, ამოიკვეთა ღმრთისა (მიერ) მეფეთა მეფის გიორგის, დიდი მეფის თამარის ძის კურთხევის წელს, რომლის დროსაც მოგვცა ღმერთმა ორ ღვიძლ ძმას - ზაქარიას და ივანეს საკუთარი სიმაგრე ჩვენი ანბერდი, აშენებული ჩვენი წინაპრებისაგან და სხვა მრავალი სიმაგრენი. ხოლო მე, მანდატურთუხუცეს ამირსპასალარმა შაჰანშაჰ ზაქარიამ, კეთილმსახურ იშხანაც იშხან სარგისის ძემ მივეცი ჰაღბატის წმინდა ძმობას სოფლები ჰალალაშენი და ვაშხნი აშოცქში, რადგანაც ეს სოფლები ჰაღბატისაგან შორს იყვნენ, გავცვალე და მივეცი (ჰაღბატს) შოთორკას ძის დავითის მამულები და ორი სოფლის ნაცვლად ავიღე ჰაღბის მამულები და ვაჩუქე ჰაღბატის წმინდა ნიშანს ყველა თავდაპირველი საზღვრით, მიწითა და წყლით, საძოვრებით, ტყეებით და წისქვილებით, გომურებით, მთითა და ველით, მეფის დღეგრძელობისთვისა, ჩემი ძის შაჰნაშაჰის, ჩემი ძმის ივანესი და მისი ძის ავაგის მზეგრძელობისათვის, მოსახსენებლად ჩვენი და ჩვენი მშობლების . ის სოფელი თავისუფალია ყოველი გადასახადისაგან: პატრონთაგან, მოხელეთაგან და სოფლის თავთაგან. და დავავალდებულე ესენი იმით , რომ დიდი ეკლესიის მთავარ საკურხეველზე შესწირონ ჩემს , ზაქარიას სახელზე მოუშლელად ამიერიდან , სომეხთა სათვალავით „ოწთ“ (1210), ქრისტეს მოსვლამდე. უკეთუ ვინმე წინააღმდეგია და ჩვენი მოსახსენებლის მოშლას ეცდება, ჩემიანი ან უცხო, დიდი ან მცირე, ქართველი ან სომეხი, ლორეს უფალნი, ეპისკოპოსთაგან, მღვდელთაგან ან საეროთაგან, გაყიდის ან ჰაღბს უკან წაიღებს და ჩემს წირვას მოშლის, წყეულიმც იყოს ყოვლისმპყრობელი ღმრთის პირისაგან (და) თავისი სულის სატანასთვის გადამცემი იქნება. ნებითა და წყალობითა ღვთისა, მამისა ძლიერისა და მხოლოდშობილისა სიტყვისა და ყოვლადწმინდა სულისა, ეს წიგნი//დაწერილი ამოიკვეთა ანდერძი სამარადისო წელსა კურთხევისა ღვთისა მეფეთ მეფე გიორგისა, ძისა დიდი მეფისა თამარისა რომლის დროსაც მისცა ღმერთმა ხელთ 2 ამ ნათესავთ - ზაქარიას და ივანეს საკუთარი ციხე ჩვენი ანბერდი. აშენებული წინაპართა ჩვენთა და სხვა მრავალი სიმაგრე. აწ, მე, მანდატურთუხუცესმა ამირსპასალარმა შაჰინშა ზაქარიამ, ძემ კეთილმორწმუნე იშხანთ იშხანის//მთავართ მთავრის სარგისისამ, მივეცი ამ წმინდა აღთქმას//ძმობას ჰაღპატის სოფელს, რომელი აშოცქში {არის} - ჰალალშენი და ვაშხი და რადგანაც ეს სოფლები შორს იყვნენ ჰაღბატიდან, გავცვალე და მივეცი მამული დავითსა, ძესა შოთრკასი და წავიღე 2 სოფლის სანაცვლოდ ჰაღბის მამული და ვაჩუქე წმინდა ნშანს//ჯვარს ჰაღბატისას ყოველივე საზღვრებით რომლებიც ბუნებრივად გამოსული იყო - მიწით და წყლით, საძოვრით, ფიჭვნარით და წისქვილებით, საგომურე ადგილით, და მთებით და ველით დღგრძელობისათვის მეფისა და მზეგრძელობისათვის ძისა ჩემისა შანშესი, და ძმისა ჩემისა ივანესი და ძისი მისისა ავაგისა და მოსახსენებლდა ჩვენთა და მშობელთა ჩვენთა. და არის ის სოფელი თავისუფალი ყველა ხარკისგან//გადასახადისგან - „პატრონთა“, „ხელოსანთა“, „მამასახლისთა“. და დავადე უღელი ზედა ამათსა იგი, რომ დიდ ეკლესიაში მთავარ საკურთხეველზე ჟამისწირვა დაუბრკოლებლად ჩემს - ზაქარიას, სახელზე გადაიხადონ ამის შემდგომ, რომ წელი სომეხთა არის 659, ვიდრე მოსვლემდე ქრისტესი. თუ წინააღუდგება ვინმე და ჩვენს მოსახსენებლის დაბრკოლებას შეეცდება, ჩემიანებისგან ან უცხოთაგან, დიდი ან მცირე, ქართველთაგან ან სომეხთაგან, ლორეს ბატონთაგან, ეპისკოპოსთაგან, მღვდელთაგან ამ ერისკაცთაგან, იყიდის ან ჰაღბს უკან წაიღებს//წაართმევს და ჩემს ჟამისწირვას დააბრკოლებს, დაიწყევლება ყოვლისმპყრობელი პირისაგან ღვთისა და გადამცემი სულის მისისა სატანასთვის იქნება. (ნათია ჩანტლაძის თარგმანი)
Bibliography
არქიმანდრიტი იოანე ღრიმეცი, 1863 აღწერილობა ჰაღბატის და სანაჰინის მონასტრებისა, არქიმანდრიტი იოანე ღრიმეცი, 1863 00
ერზნეკეანცი, 1886 არქეოლოგიური აღწერა ჰაღბატის საქვეყნოდ ცნობილი სურბ ნშანის სავანისა, როსტომ ბეგ ერზნკეანცი, ვაღარშაპატი, 1886 00
ჯალალიანცი, 1882 მოგზაურობა დიდ სომხეთში, ვარდაპეტ სარგის ჯალალიანცის გამოკვლევით, 184100
კოსტანიანცი, 1913 ქვათა მატიანე, სომხური წარწერების აღწერილობის კრებული, შეადგინა კ. კოსტანიანცმა, პეტერბურგი, 191300
ლალაიანი, 1901 ბორჩალოს პროვინცია, ე. ლალაიანი, 1901 00
დარჩიაშვილი, 2010 სძიებანი ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან, შანშე დარჩიაშვილი, 2010150-151