Material: წითელი ტუფი
Object type: ქვაჯვარი
Text: ქვაჯვრის ფრაგმენტი
Letters:
Asomtavruli inscription
Date: VII
Findspot:Unknown
Original location:ნაგზაურა
Text type:Unknown
Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
Translation
Commentary
ტუფის ქვაჯვრის ფრაგმენტი ყველა მხრიდან ჩამოტეხილია და მხოლოდ სამი ასოა შემორჩენილი. დაზიანება: წარწერა ფრაგმენტულია. წარწერის გამოცემა წინაგამოცემაში: VII ს. წარმოდგენილ ნაშრომში გაზიარებულია წარწერის გამომცემლის შემოთავაზებული დათარიღებადა ტექსტის აღდგენის (როგორც სამუშაო ჰიპოთეზა) ვარიანტი. ქვაჯვრებზე, როგორც ცნობილია ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ საერო თუ სასულიერო ხელისუფალთა მოკლე მოსახსენებელი(სავედრებელი, სალოცველი, სადიდებელი)ფორმულა იყო მოცემული. VI-VIII სს-ში კი ქართლის ერისმთავრები, რომელთა საგამგებლოსაც წარმოადგენდა ქვემო ქართლი, სწორედ პატრიკიოსის ტიტულს ატარებდნენ. ჩვენ შემთხვევაში პატრიკიოსის სახელის გარეშე მოხსენიებაა სავარაუდო. შესაძლებელია, ვიფიქროთ, რომ ის ამავე ქვაჯვრის სხვა, მოუღწეველ წარწერაში იყო დასახელებული. მსგავსი შემთხვევები გვხვდება ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლებში და, კერძოდ, ქვაჯვრების წარწერებში.
Bibliography
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 85, თბილისი, 2018
ალექსიძე, 2012 ზაზა ალექსიძე, ადრექრისტიანული საეკლესიო კომპლექსი დმანისთან, 84, თბილისი, 2012