ECG254

Dimensions: w 145 x h 25 x d 28

Decoration: სტელას აქვს მომრგვალებული წახნაგები და ოთხივე გვერდზე გამოყვანილია თაღედი ჩარჩო.

Text: მოშავო ფერის ქვის სტელა. ერთ გვერდზე ამოკვეთილია 28 სტრიქონიანი წარწერა. w 115 x h 19 cm

Letters: ასომთავრული წარწერა. განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. ქარაგმის ნიშანი: კლაკნილი, განივი ხაზი. სიტყვები ერთმანეთისაგან დაცილებული არაა. 0,5-8

Date: XIII AD

Findspot:Unknown

Original location:ფინეზაურის ხეობა, საყდრისქედის ეკლესია

Last recorded location(s): სემ (სსმ)-608 სტელა აღმოჩენილია 1962 წ-ს, ფინეზაურის ხეობაში (დმანისის მიდამოებში) იაეი-ს სამეცნიერო ექსპედიციის მიერ ისტორიულ-გეოგრაფიული დაზვერვის დროს. ქვაჯვარი აღმართული იყო საყდრისქედის ეკლესიაში (დმანისიდან 3 კმ.)

Text type:Unknown

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

Interpretive

✝ სახე-
ლითა
ღ(მრთ)ის(ა)ჲთა
და შეწ(ე)ვ-
5ნითა ყ(ოვლა)დ
წ(მიდ)ისა ღ(მრთ)ისმშ-
ობლის(ა)ჲთა
ადიდენ და
ამყ(ა)რენ
10ღ(მერთმა)ნ ძლ(იე)რი და
უძლ(ე)ვ(ე)ლი მ-
ეფ(ე)თ(ა) მ(ე)ფო-
ბ(ა)ჲ გ(იორგ)ისი მე
მიწ(ა)მ(ა)ნ მ(ე)ფ(ო)ბისა
15მ(ა)თის(ა)მ(ა)ნ იობ მი-
ხრიკის ძ(ე)მ(ა)ნ დმ(ა)ნ-
ის ჩ(ე)მსა ამირ(ო)ბ-
(ას)ა შ(ინ)ა აღვჰ(უ)მ(ა)რ-
თე ჯ(უარ)ი ესე ს(ა)ხ(ე)ლსა
20ზ(ედ)ა წ(მიდ)ისა მ(ო)წ(ა)მისა
დიმიტრისა ს(ა)ლ(ო)ც-
ვ(ე)ლ(ა)დ მ(ე)ფ(ო)ბისა მ(ა)თ(ი)-
სა ს(ა)ჴს(ე)ნ(ე)ბლ(ა)დ ს(უ)ლი-
სა ჩ(ემ)ისა ვინცა მო-
25მ(ა)ვ(ა)ლთა ჟ(ა)მთა
დაწერილი ესე ა-
[ღ]მ(ო)იკჲთხ(ო)თ ლ[ოც-
ვ(ა)სა მ(ო)მ(ი)ჴს(ე)ნ(ე)თ]

Diplomatic

✝ ႱႠႾႤ
ႪႨႧႠ
ႶႨႱჂႧႠ
ႣႠ ႸႤႼႥ
5ႬႨႧႠ ႷႣ
ႼႨႱႠ ႶႨႱႫႸ
ႭႡႪႨႱჂႧႠ
ႠႣႨႣႤႬ ႣႠ
ႠႫႷႰႤႬ
10ႶႬ ႻႪႰႨ ႣႠ
ႳႻႪႥႪႨ Ⴋ
ႤႴႧ ႫႴႭ
ႡჂ ႢႨႱႨ ႫႤ
ႫႨႼႫႬ ႫႴႡႨႱႠ
15ႫႧႨႱႫႬ ႨႭႡ ႫႨ
ႾႰႨႩႨႱ ႻႫႬ ႣႫႬ
ႨႱ ႹႫႱႠ ႠႫႨႰႡ
Ⴀ ႸႠ ႠႶႥჀႫႰ
ႧႤ ႿႨ ႤႱႤ ႱႾႪႱႠ
20ႦႠ ႼႨႱႠ ႫႼႫႨႱႠ
ႣႨႫႨႲႰႨႱႠ ႱႪႺ
ႥႪႣ ႫႴႡႨႱႠ ႫႧ
ႱႠ ႱჄႱႬႡႪႣ ႱႪႨ
ႱႠ ႹႨႱႠ ႥႨႬႺႠ ႫႭ
25ႫႥႪႧႠ ႯႫႧႠ
ႣႠႼႤႰႨႪႨ ႤႱႤ Ⴀ
[.]ႫႨႩჂႧႾႧ Ⴊ[..... .......]

Commentary

დაზიანება: დაზიანებულია მხოლოდ ბოლო სტრიქონის ქვედა ნაწილი. წარწერის დათარიღება წინა გამოცემებში: დ. ბერძენიშვილისა და ვ. ჯაფარიძის მიხედვით წარწერა XIII ს-ის I მეოთხედით (ლაშა-გიორგის ზეობის წლები) თარიღდება. წინამდებარე დათარიღების საფუძველი: გამოცემაში გაზიარებულია ეს დათარიღება (წარწერაში მოხსენიებული მეფე ლაშა-გიორგის ზეობის წლების დაზუსტებით). წარწერაში სხვა ავტორები რამდენიმე სიტყვას განსხვავებულად კითხულობენ: დ. ბერძენიშვილი და ვ. ჯაფარიძე პირველ სტრიქონში კითხულობენ: †.] ქ(რისტე), მესამეში - ღჳთისაჲთა, მეექვსეში - ღვთისმშობლისაჲთა, მეთერთმეტეში - მეფეთა] მეფეთ, მეთვრამეტეში - აღვჰმართე, ოცდამეშვიდე-ოცდამერვეში - ლოცვასა მომიჴსენეთ] ჩემთვის; ვ. სილოგავა კითხულობს მეექვსე სტრიქონში ღმრთისმშობელისაჲთა, მეცხრეში - [და]ამყარენ, მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტეში - დმანის(ს), მეჩვიდმეტე-მეთვრამეტეში - ამირობ(ას)ა, მეთვრამეტეში - აღვჰმართე

Bibliography

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 158-159, თბილისი, 2018

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 40, თბილისი, 2016

ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 151 თბილისი, 2014

ოთხმეზური, 1981 გიორგი ოთხმეზური, XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული ლიპიდარული წარწერები, როგორც საისტორიო წყარო, საქართველოს ისტორიის წყაროები, VI, თბილისი, მეცნიერება, 1981, 109-110

ბერძენიშვილი, 1964 დევი ბერძენიშვილი, დმანელი ამირას უცნობი წარწერა ფინეზაურის ხეობიდან, თბილისი 1964, 748

ჯაფარიძე, 1974 ვ. ჯაფარიძე, შუა საუკუნეების ერთი ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლი ნაქალაქარ დმანისის გუბერნიაში (საყდრისქედის ეკლესია), ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, I, თბილისი 1974, 160-161

ბერძენიშვილი, 2000 დევი ბერძენიშვილი, ჯავახეთი, ისტორიულ ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბილისი 2000 125

სილოგავა, 2000 ვალერი სილოგავა, ქვემო ქართლის წარწერები (ზოგადი მიმოხილვა), კრებ. „დმანისი“, II, თბილისი 2000, 245