Object type: კედელი
Decoration:
Text: cm
Letters:
Date: I-II AD (lettering)
Findspot: სოხუმი
Original location:სოხუმი
Last recorded location(s):
Text type:Unknown
Editor(s): დევიდ ბრაუნდი
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
ლეგიონი
Commentary
სებასტოპოლისის არქეოლოგიურ კვლევას ხელს უშლის ის გარემოება, რომ თანამედროვე ქალაქი სოხუმი უშუალოდ მასზეა გაშენებული. გვიანრომაული ციხის სამხრეთი კედელი ზოგიერთ ადგილებში ექვსი ფუტის სიმაღლემდეც კარგად ჩანს და შავი ზღვის ტალღები უშუალოდ მის წინა მხარეს ეხეთქება. ახალმშენებლობის დროს გვიანრომაული ფორტიფიკაციის ქვემოთ ადრეული ფენები გამოჩნდა. ბოლოხანებში ფორტის ინტერიერში საფუძვლიანი გათხრები დაიწყო, მაგრამ ეს მრავალწლიან კვლევას მოითხოვს: ამ სამუშაოს შედეგად, შესაძლოა, დროთა განმავლობაში ახ.წ. I-II საუკუნეების ფენები გამოვლინდეს, მაგრამ გრუნტული წყლები აქაც კი ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ფორტის შიდა ტერიტორიაზე თანამედროვე კონსტრუქციის აგებისას აღმოჩნდა ლათინურენივანი წარწერის ფრაგმენტი, რომელზედაც კვლავაც გაირჩევა რუბრიკაცია და რომელიც აშკარად მეორადად იყო გამოყენებული კედელში. წარწერა კერძო პირის ხელში იყო და მართალია, დოკუმენტურად დაფიქსირდა, მაგრამ დიდი ხნის დაკარგულია. წარწერა სამხედრო ხასიათისა ჩანს, რამდენადაც შეიცავდა ასოებს LEG, შესაძლოა, სამშენებლო წარწერასაც წარმოადგენდა, როგორც ხშირად ვარაუდობენ, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, რომ ეპიტაფიაც ყოფილიყო. ამ წარწერას, ჩვეულებრივ ადრიანეს და თვით არიანეს სახელებით აღადგენენ, მაგრამ ორივე ამ სახელის რესტავრაცია საორჭოფოა.
Bibliography
ბრაუნდი, 2014 დევიდ ბრაუნდი, საქართველო ანტიკურ ხანაში: კოლხეთისა და ამიერკავკასიის იბერიის ისტორია ძვ.წ. 550-ახ.წ. 562 წლები, 279
Gela Gamkrelidze, Archaeology Of the Roman Period Of Georgia, 2014 11