ECG310. ოქროს ქამრის ბალთა

Material: ოქრო

Object type: ქამრის ბალთა

Decoration: ქამრის ბალთაში ჩასმულია გემა - ალმანდინზე ორი ადამიანის, მამაკაცისა და ქალის გამოსახულებებით, რომლებიც ერთმანეთს უყურებენ.

Text: w 8 x h 21 mm

Letters:

წარწერა შესრულებული წრიულად ბერძნული, ასომთავრული საგანგებოდ გამოყვანილი ასოებით. წარწერაში ნაწილი (ქალის სახელი) ნეგატიურადაა ამოკვეთილი, ნაწილი - შერეულად.

Date: II AD (lettering)

Findspot: არმაზისხევი ნივთი მოპოვებულია ე.წ. ასპავრუკის სამარხში.

Original location:არმაზისხევი

Last recorded location(s): საქართველოს მუზეუმი Nა40/I48

Text type:Unknown

Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი, ს. ყაუხჩიშვილი, მარგ. ლორთქიფანიძე

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

Ζευάχης ζωή μου Καρπάκ

Diplomatic

ΖΕΥΑΧΗΣΖΩΗΜΟΥΚΑΡΠΑΚ

Translation (ka)

ზევახეს ჩემი სიცოცხლე, კარპაკი.

Commentary

ეს არის წარჩინებული ცოლ-ქმრის გამოსახულება და ცოლი ქმარს ამგვარად მიმართავს. ნივთი კარპაკის საბეჭდავი უნდა იყოს (მისი სახელია ნეგატიურად ამოკვეთილი).

სპეციალისტთა აზრით, კარპაკი და ზევახესი სერაფიტის და ასპავრუკ პიტიახშის მშობლები არიან. "კარპაკი" მხოლოდ ამ წარწერის მიხედვით ცნობილი, ირანული სახელია. "ზევახესი" საქართველოს ბერძნულ წარწერებში რამდენჯერმე გვხვდება. მის სადაურობაზე სხვადასხვა აზრი არსებობს, ნივთი ადგილობრივ ნახელავად არის მიჩნეული.

ასოთა მოხაზულობა (μ, σ, υ, ε კუთხეებში საგანგებო ჩაღრმავებებით) და ენობრივი მონაცმი (ο და ω-ს ხმარების აღრევა -ζοη) მიუთითებენ რომაულ ხანაზე, ე.ი. ჩვენი წ.ა. I საუკუნეებზე. ისტორიული რეალიების გათვალისწინებით (არმაზის ბილინგვა, არმაზისხევის სამარხებისა და იქ დაცული ინვენტარის თარიღები) ნივთი და მისი წარწერა II ს-ით თარიღდება.

Bibliography

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 259-260

ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 260-261

ს. ყაუხჩიშვილი, არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერებიჟორდანია, 1897, 169-170

თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროებიამირანაშვილი, 1968, 250-251

მარგ. ლორთქიფანიძე, არმაზხევსა და ბაგინეთზე აღმოჩენილი გლიპტიკური ძეგლებიმესხია, 1979

Images

   Fig. 1. Belt buckle from Armaziskhevi, 1940