ECG358. შაჰნაზირის ოთხთა ძმათა ძნელაჲსძეთა წარწერა (I)

Material: ქვა

Object type: ფასადი

Dimensions: cm

Text: წარწერა ცხრასტრიქონიანია. იგი ამოღარულია სოფელ შაჰნაზარის ეკლესიის სამხრეთის შესავალი კარის მარჯვნივ, სარკმლის ქვეშ cm

Letters: ამოღარული ასომთავრული წარწერა

Date: 1035 AD (lettering)

Findspot: შაჰნაზარის ქვემო ეკლესია, სომხეთი

Original location:შაჰნაზარის ქვემო ეკლესია, სომხეთი

Last recorded location(s): შაჰნაზარის ქვემო ეკლესია, სომხეთი

Text type:Unknown

Editor(s): ვალერი სილოგავა, ლეონ მელიქსეთ-ბეგი

Changes history:2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

† ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა მ(ა)მ(ი)ს(აჲ)თა ძ(ი)ს(აჲ)თა და ს(უ)ლისა წ(მიდისაჲ)თა
მ(ეო)ხ(ე)ბ(ი)თა წ(მიდი)სა ღ(მრ)თ(ი)სმშ(ო)ბლ(ისაჲ)თა შეწევნითა წ(მიდ)ჲსა გ(იორგის)ჲ(თა)
თ(ა)ნამდგ(ომო)ბ(ი)თა ნ(ა)თლ(ი)სმცემლის(აჲ)თა და ყ(ოველ)თა წ(მიდა)თ-
ა მისთ(აჲ)თა ღირს ვიქნენით ჩ(უე)ნ გლ(ა)ხ(ა)კნი და უნარჩე-
5ვესნი ყ(ოველ)თა კ(ა)ცთა ოთნი ძმანი ძნელაჲს ძენი
შენებ(ა)დ ამ(ა)ს წ(მიდა)სა საყდარსა დ(ა)სხმ(ა)დ ორ წელ
ორთა ბალავართა აბ(ა)ზ(ა)ს მ(ე)ფობ(ა)სა დ(ე)მეტრ(ე)ს მღდ(ე)ლთ-
მოძღ(უ)რობ(ა)სა სადიდებლად ღ(მრთი)სა ს(ა)ლ(ო)ც(ველა)დ ს(ულთ)ა მშ(ო)ბ(ე)ლთა ჩ(უენ)თა
ქრონიკონი სმიე იყო

Diplomatic

† ႱႾႪႧႠ ႫႫႱႧႠ ႻႱႧႠ ႣႠ ႱႪႨႱႠ ႼႧႠ
ႫႾႡႧႠ ႼႱႠ ႶႧႱႫႸႡႪႧႠ ႸႤႼႤႥႬႨႧႠ ႼჂႱႠ ႢჂ
ႧႬႠႫႣႢႡႧႠ ႬႧႪႱႫႺႤႫႪႨႱႧႠ ႣႠ ႷႧႠ ႼႧ
Ⴀ ႫႨႱႧႧႠ ႶႨႰႱ ႥႨႵႬႤႬႨႧ ႹႬ ႢႪႾႩႬႨ ႣႠ ႳႬႠႰႹႤ
5ႥႤႱႬႨ ႷႧႠ ႩႺႧႠ ႭႧႬႨ ႻႫႠႬႨ ႻႬႤႪႠჂႱ ႻႤႬႨ
ႸႤႬႤႡႣ ႠႫႱ ႼႱႠ ႱႠႷႣႠႰႱႠ ႣႱႾႫႣ ႭႰ ႼႤႪ
ႭႰႧႠ ႡႠႪႠႥႠႰႧႠ ႠႡႦႱ ႫႴႭႡႱႠ ႣႫႤႲႰႱ ႫႶႣႪႧ
ႫႭႻႶႰႭႡႱႠ ႱႠႣႨႣႤႡႪႠႣ ႶႱႠ ႱႪႺႣ ႱႠ ႫႸႡႪႧႠ ႹႧႠ
ႵႰႭႬႨႩႭႬႨ ႱႫႨႤ ႨႷႭ

Translation (ka)

† სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, წმიდა ღვთისმშობლის მეოხებით, წმიდა გიორგის შეწევნით, [იოანე] ნათლისმცემლის და ყოველთა წმიდათა თანადგომით ღირსი გავხდით ჩუენ, გლახაკნი და კაცთა შორის უნარჩევესნი, ოთნი ძმანი ძნელაჲს ძენი, ამ წმიდა საყდრის აშენებისა, დასხმად ორ წელიწადში ორთა ბალავართა, აბაზას მეფობისა და დემეტრეს მღდელთმოძღურობის დროს. სადიდებლად ღმრთისა, სალოცველად სულთა მშობელთა ჩუენთა. ქრონიკონი იყო 255.

Commentary

წარწერა 1964 წელს შეისწავლა და გამოსცა ლეონ მელიქსეთ-ბეგმა. 1977 წელს გამოაქვეყნა პარუირ მურადიანმა, ხოლო 1980 წელს მისეული შესწორებებით - ვალერი სილოგავამ. ვალერი სილოგავას დათარიღებით, წარწერა 1035 (780+255) წელსაა შესრულებული. პარუირ მურადიანი მას 1095 წლით ათარიღებს, ლეონ მელიქსედ-ბეგი კი - 1135 წლით. წარწერაში დასახელებულ დემეტრეს პარუირ მურადიანი დემეტრე კათალიკოსად მიიჩნევს, ხოლო ვალერი სილოგავა - დემეტრე ჰინვანელად. ეს უკანასკნელი იხსენიება კურთანის წარწერაშიც.

Bibliography

სილოგავა, 1980 ვალერი სილოგავა, ცნობები და შენიშვნები სომხეთის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების გამოცემის შესახებ, 142-175

მელიქსეთ-ბეგი, 1964 ლეონ მელიქსეთ-ბეგი, ლორე-ტაშირის ქართული ეპიგრაფიკა, 309-327

მურადიანი, 1977 პარუირ მურადიანი, სომხეთის ქართული წარწერები, წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა (სომხურ ენაზე), 5-256

Images

   Fig. 1.