ECG381

Material: ქვა

Object type: ჯვარი

Dimensions: cm

Text: წარწერა სამსტრიქონიანია cm

Letters: ამოღარული ნუსხური წარწერა

Date: Unknown.s

Findspot: სოფ. მურუხი, ჭაროდის რაიონი, დაღესტანი ჭაროდის რაიონის სოფ. მურუხში ერთი სახლის კედელში აღმოჩნდა ჩასმული ქართულწარწერიანი ქვა, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის წინ წამოუღიათ მშენებლებს მურუხის განაპირიდან და ჩაუსვამთ ხსენებული სახლის კედელში, რა დროსაც ქვის ზედა ნაწილი ჩამომტვრეულა. ამ ქვის წარწერა ახლახან გამოქვეყნდა (Хапизов Ш.М. Грузинская надпись из юго-восточной Аварии. Материалы III международного конгресса кавказоведов. Тбилиси, 2013, 205-206 (ინგლისურ ენაზე); 468-470 (რუსულ ენაზე). სოფ. მურუხი კლდეზე აგებული კოშკის ირგვლივაა გაშენებული. კოშკისგან მოშორებით სასაფლაოა, რომელსაც იქაურები ქაფურაზულ ხაბალს „ურწმუნოთა საფლავებს“ უწოდებენ. სწორედ აქედან წამოუღიათ ქართულწარწერიანი ქვაც. სავარაუდოა, რომ ქვა ჯვარს წარმოადგენდა, რომლისგანაც გადარჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი უმკლავებოდ.

Original location:სოფ. მურუხი, ჭაროდის რაიონი, დაღესტანი

Last recorded location(s): სოფ. მურუხი, ჭაროდის რაიონი, დაღესტანი

Text type:Unknown

Changes history:2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

Publication details:Ilia State University, Institute of Linguistic Studies; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

Interpretive

ს(უ)ლსა
ქოჟი-
გისა

Diplomatic

ႱႪႱႠ
ႵႭႯႨ
ႢႨႱႠ

Translation (ka)

სულსა ქოჟიგისა...

Commentary

შაჰბან ჰაფიზოვის აზრით, წარწერა ტ. გუდავას მიერ ამოკითხული ჩახუტის წარწერის მსგავსად მთავრდება სიტყვებით: ს(უ)ლსა ქოჟიგისა (შდრ. ტ. გუდავას მიერ ამოკითხული: ს(უ)ლსა ჩახუტისსა). ვინაიდან ტ. გუდავას ტექსტი იწყებოდა სიტყვებით: ჯვარი ქრისტესი. უფალო განუსვენე..., ლოგიკურად უნდა ვივარაუდოთ, რომ მურუხის წარწერაშიც გამოითხოვდნენ ვინმე ქოჟიგის სულის განსვენებას.

Bibliography

ჰაფიზოვი, 2017 შაჰბან ჰაფიზოვი, ქართული, ქართულ-ხუნძური და ხუნძური წარწერები მთიან ხუნძეთში (დაღესტანი), 130

Images

   Fig. 1.