Object type: ფრესკა
Decoration:
Text: კაბენის ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკათა ფრაგმენტები ქართული და ბერძნული წარწერებით. სამხრეთის თაღში, აღმოსავლეთის კუთხეში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მასზე წარწერით (თავის აქეთ-იქით); სამხრეთის მკლავის ნახევარსვეტის დასავლეთის წახნაგზე გამოსახულია ფეხშიშველა შარავანდედიანი მამაკაცი, მოკლე სამოსით, ხელში ბერძნულწარწერიანი გრაგნილით, წარწერა ძალიან არის დაზიანებული. cm
Letters: ფრესკაზე წარწერები შესრულებულია ასომთავრული ბერძნულით. წარწერისათვის დამახასიათებელია: გულმოდგინედ გამოყვანილი მთავრული ასოები (ნუსხურის შეურევლად), კუთხეების მკაფიო აღნიშვნით (Α), ლიგატურებით (ου).
Date: XII-XIII AD (lettering)
Findspot: კაბენის ღვთისმშობლის ეკლესია
Original location:Unknown
Last recorded location(s): კაბენის ღვთისმშობლის ეკლესია
Text type:Unknown
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი
Publication details:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
Translation (ka)
დედა ღმრთისა
Translation (ka)
აჰა კრავი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი (ინე, 1, 29)
Commentary
კაბენის, იგივე ყანჩავეთის ღვთისმშობლის ეკლესია (აგებული VIII-IX ს-ში და საფუძვლიანად გადაკეთებული XII-XIII სს-ში: Г. Чубинашвили, Архитектурные памятники VIII и IX века в Ксанском ущелье: Ars Georgica I, 1-31. ექ. თაყაიშვილს ტაძარი XII-XIII სს-ში აგებულად მიაჩნია და XIV ს-ში გადაკეთებულად. იხ. მისი Археологические экскурсии... V 114) ძალიან დაზიანებულია.
სამხრეთის თაღის წარწერაში შემოკლება ამ, ასე გავრცელებული წარწერისა მთლად ჩვეულებრივი არ არის: აქ აღებულია მხოლოდ პირველი ასოები ორივე სიტყვისა (Μ / Θ).
ტექსტის მიხედვით გამოსახული ფეხშიშველა შარავანდედიანი მამაკაცი არის იოანე ნათლისმცემელი.
კაბენის მხატვრობის ის ფენა, რაზედაც ბერძნული წარწერებია, ძირითადად XII-XIII სს-ით თარიღდება. შესაბამისად, ბერძნული წარწერაც ამ დროისაა. რაიმე საგანგებო თავისებურება დამწერლობის თვალსაზრისით ამ წარწერას არ გაჩნია, მაგრამ იგი გვიანშუა საუკუნეების წარწერებთან შედარებით უფრო ადრეული ჩანს.
Bibliography
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 203
ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 199-200