Material: ქვა
Object type: კედელი
Decoration:
Text: აბულბუგის მცირე, ერთნავიანი რესტავრირებული ეკლესიის დასავლეთ კედელში გარედან, დაახლოებით ადამიანის სიმაღლეზე ჩადგმულია ქვა, რომელზედაც გამოსახულია ბოლნური ჯვარი და მის ქვეშ ბერძნული ასოები. cm
Letters:
Date: VI-VII AD (lettering)
Findspot: აბულბუგის ეკლესია
Original location: Unknown
Current repository: Unknown
Last recorded location(s): აბულბუგი
Summary:
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი, ლ. მუსხელიშვილი
Publication details: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
apparatus
კრიტიკული აპარატი
:
Translation (Georgian)
მე ვარ ანი და ჰოე...
Commentary
როგორც ცნობილია, წარწერაში გამოყენებული აღნიშვნა პირველი საუკუნეებიდან მომდინარეობს. იგი ქრისტეს სიმბოლოა და წარმოადგენს იოანეს გამოცხადებიდან ადგილს, შეიძლება ითქვას, შემოკლებით გადმოცემას. ეს ადგილია: 1,8 და 21,6: "ἐγώ εἰμι τὸ ἄλφα καὶ τὸ ὦ... λέγει Κύριος ὁ θεός" ("მე ვარ ანი და ჰოე... იტყვს უფალი").
ქვა ამჟამად სწორად არაა ჩადგმული (180 გრადუსით არის შესაბრუნებელი), ჩანს ძველი მასალა (დაახლოებით VI-VII სს-ის ქვა) გამოიყენეს შემდეგ და ისე ჩასვეს, როგორც მოხვდათ.
წარწერა საინტერესოა პალეოგრაფიული თვალსაზრისით: α საკმაოდ სტილიზებულია (ბევრი დამატებითი შტრიხი აქვს), ხოლო ω წესიერი ფორმისა არც კია, მთლიანად შესაბრუნებელია. სავარაუდოდ ეს ადგილობრივი მჭრელის შეცდომა უნდა იყოს.
Bibliography:
თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსიbibliography.xmlb130, 241
თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოშიbibliography.xmlb80, 292-293
ლ. მუსხელიშვილი, არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაშიbibliography.xmlb135, 24-26