Object type: ხატი
Text: ხობის ღვთისმშობლის ხატი, ქართული ხელობისაა, ირგვლივ, ჩარჩოზე მედალიონებით, რომლებზედაც ქართული წარწერებია. ხატის ქვედა არშიაზე არის ჭედური ქართული ასომთავრული წარწერა ლეონ (აფხაზთა) მეფის მომხსენიებელი (ე.ი. თვით ხატი X ს-ისაა). ღვთისმშობლის შარავანდს აქეთ-იქით იყო 2 მედალიონი. ამჟამად ერთი ზედვეა (ირიბად ჩასმული), ხოლო მეორე სეიფშია დაცული. მათი დიამეტრია 3 სმ-ია. ზედ წერია, ყვითელ ფონზე წითელი მინანქრით ბერძნული ასოები. მედალიონები X ს-ითაა დათარიღებული და მიჩნეულია ქართულ ნაახელავად. ხატს ზურგზეც აქვს წარწერა. cm
Letters:
Date: X AD (lettering)
Findspot: ხობის ღვთისმშობლის ეკლესია
Original location: ხობი
Current repository: Unknown
Last recorded location(s): ხობი
Summary:
Editor(s): თინათინ ყაუხჩიშვილი, ექ. თაყაიშვილი
Publication details: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
apparatus
კრიტიკული აპარატი
:
Translation (Georgian)
დედა ღმრთისა
Translation (Georgian)
იესუ ქრისტე ძლევაჲ
Commentary
ექ. თაყაიშვილს ამ ხატთან დაკავშირებით მოაქვს ბერძნული წარწერა ΓΡΕΠΚΟΟC, რაც ახლა აღარ იკითხება. ეს უნდა იყოს ღვთისმშობლის ეპითეტი: γοργοϋπήκοος - მალიადმორჩილი (ასეთივე ეპითეტი არის ადიშის ხატზედაც. ხელოვნებათმცოდნეთ მიაჩნიათ, რომ ეს ხატი არის "ღვთისმშობლი მოწყალე" (eleusa). შდრ. ლ. ხუსკივაძე... 84 (და მაშასადამე, არა "მალიადმორჩილი").
შემორჩენილ ბერძნულ წარწერათა დათარიღება ქართული წარწერისა და მინანქართა მხატვრული ანალიზის მიხედვით ხდება. ბერძნული ეპიგრაფიკულ-პალეოგრაფიული მონაცემები მხარს უჭერს ამ დათარიღებას.
Bibliography:
თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსიbibliography.xmlb130, 286-287
თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოშიbibliography.xmlb80, 275-276
ექ. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანიbibliography.xmlb184, 140