მასალა: კირქვა
ობიექტის ტიპი: საფლავის ქვა
დეკორი:
წარწერიანი ზედაპირი: w 40 x h 38 x d 4-5 cm
ასოთა მოხაზულობა:
ფილის ზედა და მარჯვენა კიდეები, შეიძლება ითქვას, თითქმის აღარ არსებობს. ქვედა კიდე აშკარად ჩამოტეხილია, წარწერიანი ზედაპირი - დაზიანებულია, თუმცა მისი მეტ-ნაკლებად ზუსტად წაკითხვა შესაძლებელია. წარწერაში ასოები საგულდაგულოდ არის გამოყვანილი თითქოს წინასწარ დახაზულ 2 პარალელურ ხაზს შორის. ის, რაც მოღწეულია პირველი 5 სტრიქონიდან, მხოლოდ ცალკეული ასოებია, რის მიხედვითაც ტექსტის აღდგენა შეუძლებელია.
2,5 1,5დათარიღება: თარიღი ძირითადად II-III სს-ია, თუმცა მაგალითები იტალიიდან და კვიპროსიდან IV-V სს-ით არის დათარიღებული. მასალის გათვალისწინებით, კავთისხევის წარწერა II-III სს-აა. (lettering)
სადაურობა: კავთისხევი ფილა აღმოჩენილია სოფ. კავთისხევში, ადგილ კატაულაზე, ეკლესიის მახლობლად.
თავდაპირველი მდებარეობა: კავთისხევი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
დადგა ჩემს სამახსოვროდ (ან მოსაგონრად) კათასმა, (მომათავსა) მერხზე ჩვეულებისამებრ და ეს ყოველივე გააკეთა მუშაკმა, რომელსაც საფასურს ვუხდით (ან - უხდის), ხოლო თუ ვინმე ყოყმანობს (მნახველთაგანი), (მას ამან არ უნდა აღუძრას უკმაყოფილება - ან მას უნდა აღუძრას პატივის მიგების სურვილი).
თარგმანი: (English)
This was placed as a memorial for me by Kathas, (He put this) on a desk according to the habit, all these was done by a laborer, Kathas gave him his salary, and if somebody is hesitating (among the witnesses), (this should not be reason for discontent - or it should not be reason of being cherished).
კომენტარი:
ენის თვალსაზრისით აღსანიშნავია ახალი საუკუნეების მიჯნაზე ბერძნულში გაჩენილი იტაციზმი. ამისი 2 შემთხვევაცაა წარწერაში: νομιζη (IX სტრ.) = νομίζει (ამ დროისთვის η-ს და ει- დიფთონგიც გამოითქმის i-დ), და X სტრიქონში - σαλευιτα (=σαλεύειτα[ι]. აქაც იგივე მდგომარეობაა: σαλεύειται-ში ει-დიფთონგი არის i-). ძველი ბერძნულის სხვა ნორმები დაცულია. θ, ο მოხაზულობის ასოები, რაც სისტემატიურად იხმარება კავთისხევის წარწერაში, იშვიათად, მაგრამ მაინც, გვხვდება შავი ზღვის სამხრეთით მდებარე ქვეყნების ტერიტორია. თუკი თარგმან-კომენტარი სწორია, კათასმა პატივსაცემ პირს დაუდგა ძეგლი, ზედ მოათავსა მასზე მჯდომი გამოსახულება და გამვლელთ სთხოვს, ამ პირის ხსოვნას პატივი სცენ. ჩანს, ეს ბერძნულწარწერიანი ფილა საფლავის ქვა ყოფილა, ხოლო ეს ფილა მერხზე, თუ სავარძელზე, სადაც მიცვალებულის გამოსახულება იჯდა, ზედ იქნებოდა მიმაგრებული ან გამოყვანილი.
სახელი Κάθας ქართულ ონომასტიკონში არ გვაქვს. არის ლ. ზგუსტას შრომაში Κάθαις Παρνούγου (#659) ოლვიიდან, რაც სპეციალისტებს ირანულ-ოსურიდან შემოსულად მიაჩნიათ. რადგან თ, ტ - ფონეტიკურად მონაცვლე თანხმოვნებია, აქვე შეიძლება მოვიყვანოთ სახელები ბოსფორის წარწერებიდან, Κάτταις, Κατίων (II ს.), Κάτοκας (II-III სს.), ხოლო მათ ეტიმოლოგიაზე მსჯელობისას სპეციალისტები იმ აზრისა არიან, რომ ისინი არიან ძველი ირანული წარმოშობისა შერწყმული ოსურთან (შდრ. L. Zgusta Die Personennamen griechischen Städte der nördlichen Schwarzmeerküste, Praha, 1955). ყოველ შემთხვევაში ბერძნულ-ლათინურად ისინი არცერთ სპეციალისტს არ მიაჩნია. კავთისხევის ამ წარწერის მიხედვით მისი შემსრულებლის ვინაობას ვერ დავადგენთ. თუმცა ტექსტი ბევრად უფრო შემდეგი ხანისაა ჩვენს წარწერასთან შედარებით, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ აგათიას (VI ს.) აქვს ცნობა - Καθάρος მდინარე კოლხეთში (ძირი აქაც იგივეა). მოგვყავს გეოგრაფიული პუნქტის სახელი "კატაულა" (ბერი-კატა), რომელიც მდებარეობს კავთისხევის მიდამოებში და სადაც მოპოვებულია კვლევის ობიექტი. რა დროისაა ეს გეოგრაფიული სახელი ცნობილი არ არის, მაგრამ პუნქტი ცნობილია მეცნიერებაში იმ VIII ს-ის ქართული ასომთავრული წარწერებით, რომლებიც მის ნაგებობაზეა დაცული (ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I. ლაპიდარული წარწერები I, 1980, 39, 118-123). სავარაუდოა, რომ გეოგრაფიული სახელი "კატაულა" ბევრად ადრინდელია VIII ს-ზე.
ბიბლიოგრაფია:
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 377-378