ECG016. ატენის სიონი, მოსახსენებელი ზღუდის შემქმნელი ხელოსნისა (ატენის სარქალის წარწერა)

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

წარწერიანი ზედაპირი: აღმოსავლეთის ფასადის ჩრდილოეთის ფრთაზე, ცოკოლიდან მეორე წყებაზე ერთსტრიქონიანი წარწერა. w 59 x h 4.8 cm

ასოთა მოხაზულობა:

ამოღარული ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა. ნუსხურია ⴊ ლ, ნუსხურზე გარდამავალი - ⴋ მ, ⴌ ნ. ქარაგმის ნიშანი - გრძელი, სწორი, განივი ხაზი. კიდურწერტილოვანი.

4.8

დათარიღება: 945 (internal date, lettering)

სადაურობა: ატენის სიონი

თავდაპირველი მდებარეობა: ატენის სიონი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი, მარი ბროსე

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ატ(ე)ნი<ს> ს(არ)ქ(ა)ლი ესე ზღ(უ)დ(ე)ჲ შ(ე)ქმნა ქრ(ონი)კ(ო)ნსა რჲე

დიპლომატიური

ႵႤ ႸႤ ႠႲႬႨ ႱႵႪႨ ႤႱႤ ႦႶႣჂ ႸႵႫႬႠ ႵႰႩႬႱႠ ႰჂႤ

თარგმანი: (ka)

ქრისტე, შეიწყალე ატენის სარქალი, რომელმაც შექმნა ეს ზღუდე ქორონიკონით 165 წელს.

თარგმანი: (English)

Christ, have mercy on the chef herdsman of Ateni, who built this wall in 165 according to Choronikon.

კომენტარი:

„ატენის სარქალი“ - ამ ორი სიტყვის წაკითხვა ეკუთვნის გ. აბრამიშვილს. წარწერა შესრულებულია ნუსხურნარევი ასომთავრული ანბანით. განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს, მაგრამ ბოლო სამი სიტყვა დაცილებულია ერთმანეთისგან. ახლავს თარიღი: ქრონიკონი რჲე. წარწერაში მოყვანილ თარიღს ბროსე ხსნის როგორც 1477 წელს, თუმცა ბარნაველი მიიჩნევს, რომ პალეოგრაფიული მონაცემების მიხედვით (მეათე საუკუნისთვის დამახასიათებელი დაბალი, კოხტად მოკალმული ასოები, Ⴀ და Ⴒ ასოების ძლიერ მორკალული და მარჯვნივ გამოზიდული ქვედა კიდური, ასო Ⴢ-ის დაწერილობა, ასოების კიდურების ბოლოებში წერტილების ხმარება და ქარაგმის ხაზის გადაშლა მთელ სიტყვებზე) მართებული იქნება წარწერა გადატანილი იქნეს მეცამეტე მოქცევაში, რა შემთხვევაშიც მივიღებთ: 165+780=945 წელს.

ფოტო

   Fig. 1. ატენის სიონი