ECG019. ვაშნარის ბერძნული წარწერა

მასალა: მოთეთრო კირქვა

წარწერიანი ზედაპირი: ქვის ერთი მხარე საგანგებოდაა დამუშავებული და ზედ გამოყვანილია ჩაჭრილი მთავრული წარწერა. ქვის მარჯვენა გვერდი, უკანა და ქვედა მხარეები კარგადაა დამუშავებული, მარცხენა გვერდი - არა. საფიქრებელია, რომ წარწერა იქნებოდა ამ ქვის მარცხნივ მდებარე ქვაზედაც და ამ ჩვენამდე მოღწეულ ქვაზე არის სტრიქონთა მარჯვენა ნაწილები. I-IV სტრიქონებს ქვის დაზიანებულობის გამო აკლიათ ბოლო ასოები. III-IV სტრიქონებს შუაში აკლიათ დაახლ. 4-5 ასო. V სტრიქონიდან ქვემოთ ქვაზე დაახლ. 10-10 ასოა განადგურებული. w 22 x h 23,5 x d 12,5 cm

ასოთა მოხაზულობა: 1,5 - 2 0,9 - 1,3

დათარიღება: წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით (ცალკეული ასოთა მოხაზულობა (α, ε, σ, ζ, φ), ასოთა კუთხეები - ჩაღრმავებული), ენის ნორმებით (დაცულია αι-დიფთონგი, არაა დაცული ει-დიფთონგი) VI-VII სს-ით უნდა დათარიღდეს. (lettering)

სადაურობა: ვაშნარი ქვა მოპოვებულია ვაშნარის ბაზილიკური ეკლესიის გათხრების დროს.

თავდაპირველი მდებარეობა: ვაშნარი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 54

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ν̣τ̣ε̣ς̣ δαινυ[μένος]
ἐκ παρθενικῆς [---]
φθιτὸς [---] ἅπας ε...
[ἀλάσ]τωρ (?) α...α καὶ [---]
5 [ἠδέλ]φισεν [---]
βαπτίζειν [---]
ν̣ ̣σ̣.̣.̣.̣̣
ε̣ν̣ε̣.̣.̣.̣
α̣

დიპლომატიური

....ΔΑΙΝΥ[.....]
ΕΚΠΑΡΘΕΝΙΚΗΣ[---]
ΦΘΙΤΟΣ[---]ΑΠΑΣΕ
[....]ΤΩΡ(?)ΑΑΚΑΙ[---]
5[....]ΦΙΣΕΝ[---]
ΒΑΠΤΙΖΕΙΝ[---]
.......
......
.

თარგმანი:

მათ, ვისაც ერთად აქვთ პურობა.. საქალებოდან ... გარდაცვლილი და ყოველი ცოდვილი... ძმად შერაცხა (ან შეუმსუბუქა) ნათლისღება.

კომენტარი:

წარწერა მოასწავებს იმას, რომ იმ ბაზილიკური ტიპის ეკლესიას, რომლის ნანგრევებშიც არის ეს ქვა მოპოვებული, ჰქონდა ნაწილები: სანათლავი და საქალებო. ძეგლი არქეოლოგთა მიერ V-VIII სს-ით არის დათარიღებული, საკუთრივ ტაძრები - V-VI სს-ით, ტაძრები არქიტექტურული თვალსაზრისით VI ს-ით არის დათარიღებული.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 135

ფოტო

   Fig. 1. ქვა ვაშნარიდან, 1949