მასალა: მომწვანო ტუფი
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: w 23,5 x h 138 x d 49 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა 7 სტრიქონიანია. მომწვანო ტუფის სწორკუთხოვანი ფილის ზემო ნაწილზე რელიეფურად გამოქანდაკებულია პატარა სამკუთხედებისაგან შემდგარ მედალიონში ჩასმული „ბოლნური ჯვარი“ ბუნზე. ჯვრის მკლავები ორმაგი კონტურებითაა ამოჭრილი. ჯვრის ქვემოთ ამოკვეთილია წარწერა. w 20 x h 22 cm
ასოთა მოხაზულობა: წარწერა ასომთავრული ანბანითაა შესრულებული. მისი ნაწილი არის ამოღარული, ხოლო ნაწილი - რელიეფური 2-3
დათარიღება: V-VI AD (lettering)
სადაურობა: ლამაზი გორა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ძეგლი აღმოჩენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, რომელსაც ი. გრძელიშვილი ხელმძღვანელობდა. ბოლნისის სიონიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 800 მეტრის დაშორებით მდებარეობს ბორცვი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ლამაზ გორას“ უწოდებს. სწორედ ამ გორაზე ჩაატარა ექსპედიციამ გათხრები და შუა ადგილას გამოავლინა სამეკლესიანი ბაზილიკის ნანგრევები. ვარაუდობენ, რომ ეს იყო სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ეჭირა 1000 კვ.მ. ფართობი. ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ათეული ქვაჯვარი ასომთავრული წარწერებით. ძეგლი იპოვეს 1959 წელს. The monument was discovered by the archaeological expedition of Ivane Javakhishvili Institute of History supervised by I. Grdzelishvili. The hill that the locals call “Lamazi Gora” (a beautiful hill) is located 800 meters from Bolnisi Sioni Cathedral to the north-west. During the excavations of the hill the ruins of three-church basilica was found in the middle of it. The territory of the monastery could have been 1000 sq m. Up to ten stone crosses with Asomtavruli inscriptions were found in this territory. The monument was discovered in 1959.
თავდაპირველი მდებარეობა: ლამაზი გორა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 594
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
ვინც ბარნაბას ეს ჯვარი ამოიკითხოს, ლოცვაში მომიჴსენეთ.
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით # 18. წარწერას განკვეთილობისა და ქარაგმის ნიშნები არ ახლავს. მე-3 სტრიქონი იწყება ფილის შუა ადგილიდან. სტრიქონის მარცხენა მხარეზე კი ჩანს დაზიანებისა თუ განზრახ გადაფხეკის შედეგად გადასული წარწერის რამდენიმე გრაფემების ოდნავ შესამჩნევი კვალი. ეს გასაგებს ხდის წარწერის შერეული წესით ამოკვეთის მიზეზს: დაუწყიათ ამოკოდვილი ასოებით, შემდეგ განუზრახავთ ტექსტის შეცვლა. მაგრამ ძველი წარწერის გადაშლით დაზიანებულ ზედაპირზე ამოკოდვით შესრულებული გრაფემები არ გამოჩნდებოდა, ამიტომაც გააგრძელეს წარწერა რელიეფური ასოებით. მე-3 სტრიქონის პირველ ნახევარზე წარწერა არ ამოუკვეთიათ ქვის ზედაპირის დაზიანების გამო.
ბიბლიოგრაფია:
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 83-84
სარჯველაძე, დანელია, 1997 კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, 23
ამირანაშვილი, 1968 ჯ. ამირანაშვილი, ადრეფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისა და რელიეფური ქანდაკების ძეგლები, 34-35