მასალა: ტუფი
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: w 21 x h 22 x d 6 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა 2 სტრიქონიანია. ტუფის სწორკუთხა ფილაზე გამოსახულია რელიეფური, პატარა სამკუთხედებისაგან შემდგარ მედალიონში ჩასმული „ბოლნური ჯვარი“ ბუნზე. ჯვრის მკლავები ორმაგი კონტურებითაა ამოჭრილი. ჯვრის ქვემოთ ამოკვეთილია წარწერა. w 22 x h 6 cm
ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 2,5
დათარიღება: V-VI AD (lettering)
სადაურობა: ლამაზი გორა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ძეგლი აღმოჩენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, რომელსაც ი. გრძელიშვილი ხელმძღვანელობდა. ბოლნისის სიონიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 800 მეტრის დაშორებით მდებარეობს ბორცვი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ლამაზ გორას“ უწოდებს. სწორედ ამ გორაზე ჩაატარა ექსპედიციამ გათხრები და შუა ადგილას გამოავლინა სამეკლესიანი ბაზილიკის ნანგრევები. ვარაუდობენ, რომ ეს იყო სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ეჭირა 1000 კვ.მ. ფართობი. ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ათეული ქვაჯვარი ასომთავრული წარწერებით. ძეგლი იპოვეს 1959 წელს.
თავდაპირველი მდებარეობა: ლამაზი გორა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 1213
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
ეს ჯუარი ს... ო...
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #15.
ბიბლიოგრაფია: (principalEdition)
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 81-82
ამირანაშვილი, 1968 ჯ. ამირანაშვილი, ადრეფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისა და რელიეფური ქანდაკების ძეგლები, 36