ECG041. ბოლნისის „ლამაზი გორას“ V/VI სს. ფრაგმენტი

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: w 27 x h 82 x d 10 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა 3 სტრიქონიანია. ქვის ზედა ნაწილში გამოქანდაკებულია რელიეფური, სადა სახის „ბოლნური ჯვარი“. ჩასმულია პატარა სამკუთხედებისაგან შემდგარ მედალიონში. ჯვრის მკლავები ორმაგი კონტურითაა ამოჭრილი. ჯვრის ზემოთ, ფილის მარჯვენა კუთხეში ამოკვეთილია წარწერა. w 4-10 x h 10 cm

ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 3,3-3,5

დათარიღება: V-VI AD (lettering)

სადაურობა: ლამაზი გორა, ბოლნისი ძეგლი აღმოჩენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, რომელსაც ი. გრძელიშვილი ხელმძღვანელობდა. ბოლნისის სიონიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 800 მეტრის დაშორებით მდებარეობს ბორცვი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ლამაზ გორას“ უწოდებს. სწორედ ამ გორაზე ჩაატარა ექსპედიციამ გათხრები და შუა ადგილას გამოავლინა სამეკლესიანი ბაზილიკის ნანგრევები. ვარაუდობენ, რომ ეს იყო სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ეჭირა 1000 კვ.მ. ფართობი. ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ათეული ქვაჯვარი ასომთავრული წარწერებით. ძეგლი იპოვეს 1959 წელს.

თავდაპირველი მდებარეობა: ლამაზი გორა, ბოლნისი

ამჟამინდელი მდებარეობა: არ არის მითითებული

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 1257

ტექსტის კატეგორია მემორიალური

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

[ს](უ)ლი ე
ი ქ(რისტ)ე
შ(ეიწყალ)ე

დიპლომატიური

[.]ႪႨ Ⴄ
Ⴈ ႵႤ
ႸႤ

თარგმანი:

სული ე... ...ი ქრისტე შეიწყალე.

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #17. წარწერაში განკვეთილობისა და ქარაგმის ნიშნები არ ჩანს.

ბიბლიოგრაფია:

ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერებიbibliography.xmlb101, 83

ჯ. ამირანაშვილი, ადრეფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისა და რელიეფური ქანდაკების ძეგლებიbibliography.xmlb136, 36

ფოტო

   Fig. 1. ბოლნისის „ლამაზი გორას“ V/VI სს. ფრაგმენტი