ECG042. ბოლნისის „ლამაზი გორას“ V/VI სს. ფრაგმენტი

მასალა: მწვანე ტუფი

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: w 26 x h 14 x d 8 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა 2 სტრიქონიანია. ქვაზე გამოქანდაკებულია რელიეფური, ხვეული თოკის მსგავს ჩარჩოს მედალიონში ჩასმული „ბოლნური ჯვარი“, მარტივი მკლავებით. ჯვრის ქვემოთ, მარცხენა კუთხეში ამოკვეთილია წარწერა. cm

ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 3,5

დათარიღება: V-VI AD (lettering)

სადაურობა: ლამაზი გორა, ბოლნისი ძეგლი აღმოჩენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, რომელსაც ი. გრძელიშვილი ხელმძღვანელობდა. ბოლნისის სიონიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 800 მეტრის დაშორებით მდებარეობს ბორცვი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ლამაზ გორას“ უწოდებს. სწორედ ამ გორაზე ჩაატარა ექსპედიციამ გათხრები და შუა ადგილას გამოავლინა სამეკლესიანი ბაზილიკის ნანგრევები. ვარაუდობენ, რომ ეს იყო სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ეჭირა 1000 კვ.მ. ფართობი. ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ათეული ქვაჯვარი ასომთავრული წარწერებით. ძეგლი იპოვეს 1959 წელს.

თავდაპირველი მდებარეობა: ლამაზი გორა, ბოლნისი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 1189

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

თარგმანი:

ძმ... ნ...

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #19. წარწერაში განკვეთილობისა და ქარაგმის ნიშნები არ ჩანს. შემორჩენილია მხოლოდ სამი გრაფემა.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 84-85

ფოტო

   Fig. 1. ბოლნისის „ლამაზი გორას“ V/VI სს. ფრაგმენტი