მასალა: მწვანე ტუფი
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: w 21 x h 43 x d 6 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა 5 სტრიქონიანია. იგი შესრულებულია ფილაზე, რომლის სწორკუთხა ფილის ზედა ნაწილში გამოქანდაკებულია რელიეფური, სადა სახის „ბოლნური ჯვარი“, დასმული ბუნზე. ჯვარი ამოკვეთილია დადაბლებულ წრიულ ფონზე. ჯვრის მკლავები ორმაგი კონტურითაა ამოჭრილი. ჯვრის ზემოთ, ფილის ორივე კუთხეში დადაბლებულ ფონზე, შემორჩა წარწერის ფრაგმენტები - რამდენიმე რელიეფური გრაფემა. ასევე, ქვემოთ, დადაბლებული ფონისაგან შექმნილ სწორკუთხოვან 4 სტრიქონზე შემორჩა რელიეფური წარწერის ფრაგმენტები. w 5/15/16 cm
ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 4
დათარიღება: V-VI AD (lettering)
სადაურობა: ლამაზი გორა, ბოლნისი ძეგლი აღმოჩენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, რომელსაც ი. გრძელიშვილი ხელმძღვანელობდა. ბოლნისის სიონიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 800 მეტრის დაშორებით მდებარეობს ბორცვი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ლამაზ გორას“ უწოდებს. სწორედ ამ გორაზე ჩაატარა ექსპედიციამ გათხრები და შუა ადგილას გამოავლინა სამეკლესიანი ბაზილიკის ნანგრევები. ვარაუდობენ, რომ ეს იყო სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ეჭირა 1000 კვ.მ. ფართობი. ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ათეული ქვაჯვარი ასომთავრული წარწერებით. ძეგლი იპოვეს 1959 წელს.
თავდაპირველი მდებარეობა: ლამაზი გორა, ბოლნისი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 1182
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
აბ... ზ... შეიწყალე დედოფალი მზ... ს... სა...
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #20. წარწერაში განკვეთილობისა და ქარაგმის ნიშნები არ ჩანს.
ბიბლიოგრაფია:
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 85
ამირანაშვილი, 1968 ჯ. ამირანაშვილი, ადრეფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისა და რელიეფური ქანდაკების ძეგლები, 35-36