მასალა: წითელი ტუფი
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: w 25 x h 15 x d 8 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა 1 სტრიქონიანია. იგი შესრულებულია ქვაზე, რომელზეც გამოქანდაკებულია რელიეფური, ხვეული თოკის მსგავსი ჩარჩოს მედალიონში ჩასმული „ბოლნური ჯვარი“, მარტივი მკლავებით. ჯვრის ქვემოთ, მარჯვენა კუთხეში, შემორჩა ამოღარული ასომთავრული წარწერის ორი გრაფემა. cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა
დათარიღება: VI-VII AD (lettering)
სადაურობა: ლამაზი გორა, ბოლნისი ძეგლი აღმოჩენილია ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, რომელსაც ი. გრძელიშვილი ხელმძღვანელობდა. ბოლნისის სიონიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 800 მეტრის დაშორებით მდებარეობს ბორცვი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ლამაზ გორას“ უწოდებს. სწორედ ამ გორაზე ჩაატარა ექსპედიციამ გათხრები და შუა ადგილას გამოავლინა სამეკლესიანი ბაზილიკის ნანგრევები. ვარაუდობენ, რომ ეს იყო სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ეჭირა 1000 კვ.მ. ფართობი. ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ათეული ქვაჯვარი ასომთავრული წარწერებით. ძეგლი იპოვეს 1959 წელს.
თავდაპირველი მდებარეობა: ლამაზი გორა, ბოლნისი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 1183
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
...შეიწყალე.
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #23.
ბიბლიოგრაფია:
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 86-87